სერვერის წესები სერვერის ზოგადი წესები

Status
Not open for further replies.

Shera

Administrator
Staff member
Feb 24, 2025
9
0
1

ზოგადი


1.1 პროექტზე მოქმედებს პრეცედენტული წესების სისტემა. (თუ მოთამაშემ ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომელიც პროექტის არცერთ წესში არ არის აღწერილი, მას შეიძლება დაეკისროს სასჯელი სერვერის ადმინისტრატორის ნებართვით. ეს გაკეთებულია არ არის იმ მიზნით, რომ წესები "ადგილზე" გამოიგონონ და შესაბამისად დასაჯონ, არამედ იმიტომ, რომ ყველა ადამიანები ვართ და რაღაცის დავიწყება ან გამორჩენა შესაძლებელია).

1.2 პროექტი თავს პოზიციონირებს როგორც ქართულ ენოვანი, ყველა როლური (RP) დიალოგი უნდა მიმდინარეობდეს ქართულ ენაზე. | Mute 60-240 წუთი.
გამონაკლისი:
ცალკეული სიტყვები და ფრაზები თქვენი პერსონაჟის როლის შესრულებისთვის.

1.3 ადმინისტრაცია არ ანაზღაურებს თანხებს, სერვისებს, ნივთებს და ა.შ., რომლებიც დაიკარგა სისტემის ფუნქციური მახასიათებლების ან კონცეფციის გამო.
განმარტება: იგულისხმება, რომ ნივთების დაკარგვა ხდება ადმინისტრაციის ან სხვა პირების მონაწილეობის გარეშე, რადგან ყველა ფუნქციური სისტემა ავტონომიურია.


ანგარიშისა და პერსონაჟის წესები


ანგარიშის წესები:

2.1 ერთ ადამიანზე დაშვებული ანგარიშების (სოციალის) მაქსიმალური რაოდენობა - ერთი. | ყველა ანგარიშის დაბლოკვა 30 დღით / PermBan.

2.2 აკრძალულია ანგარიშის გადაცემა მესამე პირებისთვის. | PermBan.

2.3 ადმინისტრაცია არ აგებს პასუხისმგებლობას ანგარიშის გადაცემის, გატეხვის, მოტყუების და სხვა შემთხვევებზე.

2.4 აკრძალულია სათამაშო ანგარიშების გაყიდვა / გაცვლა. | PermBan.

2.5 აკრძალულია ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟის გაწევრიანება სხვა ფრაქციასა და ოჯახში. | WARN პერსონაჟზე.
განმარტება:
რომელი პერსონაჟი რომელ ფრაქციაში / ოჯახშია მნიშვნელობა არ აქვს.

2.6 ღონისძიებებში მონაწილეობის შეზღუდვები ვრცელდება პერსონაჟზე, განურჩევლად მისი ფრაქციისა / ოჯახის წევრობისა. | WARN / HardBan 7 დღე.
მაგალითი:
თუ მოთამაშე A არის ოჯახშიც და ფრაქციაშიც, ის არ შეიძლება მონაწილეობდეს 4-ჯერ ტვირთის გადატანის ჩახშობაში. მისი თავდასხმების ლიმიტი კი იქნება 2, განურჩევლად იმისა, თავს ესხმის ის ფრაქციის სახელით თუ ოჯახის

სათამაშო ქონების წესები:

2.7 აკრძალულია ქონების ფლობა სათამაშო აქტივობის გარეშე. | ქონების ჩამორთმევა.
მინიშნება:
სათამაშო აქტივობა არის პერსონაჟის ნებისმიერი მოქმედება თამაშის დროს (სროლები, შენაძენები, აზარტული თამაშები და ა.შ.).
შენიშვნა:

  • არ ითვლება სათამაშო აქტივობად:
  • გადასახადების გადახდა
  • შეკვეთების გადახდა
  • AFK (არააქტიურობა)
  • მანქანით მოძრაობა კონკრეტული მიზნის გარეშე (მაგალითად, წრეებზე სიარული ხელფასის მისაღებად ან აქტივობის იმიტაციისთვის).
  • მინიმალური აქტივობა: დღეში 1-2 საათი, ან თამაშის სხვა დღეებში უფრო ხანგრძლივი დრო (თუ თამაში ამის საშუალებას იძლევა).
  • მინიმალური აქტივობა კვირაში - 4 საათი, თვეში - 30 საათი.
  • გამონაკლისი: სერვერის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება.

2.8 აკრძალულია ერთ ანგარიშზე 1-ზე მეტი ბიზნესის ფლობა. | ბიზნესის ჩამორთმევა.

2.9 აკრძალულია პერსონაჟისთვის NonRP "სახელისა და გვარის" გამოყენება.

  • NonRP ნიკნეიმებად ითვლება:
  • სახელები, რომლებიც არ არსებობენ რეალობაში ან აქვთ უაზრო / არასერიოზული ჟღერადობა.
  • სახელები, რომლებიც ემთხვევა ან ჰგავს ადმინისტრატორების სახელებს.
  • ნიკნეიმები, რომლებიც ფარულ მნიშვნელობას ან ჟღერადობას ატარებენ.
  • ნებისმიერი პოლიტიკური პირის სახელი / გვარი, ან პოლიტიკური აქტივობის მქონე პირებთან დაკავშირებული სახელები.
  • გამონაკლისი: ადმინისტრაციის ნებართვით

ასეთი ნიკნეიმებისთვის მოთამაშე გადაყვანილია Demorgan-ში, სანამ არ შეიცვლის სახელს.
თუ მოთამაშე 3-ჯერ ან მეტჯერ მოხვდება Demorgan-ში NonRP სახელის გამო, მას მიენიჭება 120 წუთიანი Demorgan.

2.10 აკრძალულია პერსონაჟის თამაში საწინააღმდეგო სქესის სახით. | Demorgan, სანამ არ შეიცვლება პერსონაჟის გარეგნობა.


პლატფორმების მოდერაცია


3.1 სერვერის ადმინისტრაციას აქვს უფლება გამოიყენოს სასჯელი დაფიქსირებულ დარღვევაზე მოდერირებად პლატფორმებზე.

3.1.1 მოდერაციის ქვეშ მყოფი პლატფორმებია:


  • პროექტის ოფიციალური Discord არხები;
  • მედია-პარტნიორების Twitch / YouTube / Tiktok არხები;
  • მოთამაშეების ვიდეო და სქრინშოტ მასალა, განთავსებული ხელმისაწვდომ ვიდეო და ფოტო ჰოსტინგებზე;
  • პირადი შეტყობინებები ადმინისტრატორსა და მოთამაშეს შორის;
  • პროექტის ფორუმი;
  • თამაშშიდა ფუნქციური სისტემები,
მაგალითად: მანქანის ნომრები, ID ბარათი, მოწმობა, მარკეტპლეისი, ბოტებთან დიალოგები, სადაც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და სხვ.
განმარტება: ამგვარ სისტემებში აკრძალულია ნებისმიერი სერვერის წესის დარღვევა, დაწყებული აკრძალული სიტყვებით/კონტენტით, დამთავრებული მძიმე ზომის შეურაცხყოფით.
მინიშნება: შეურაწყოფის სიმძიმეს სერვერის ადმინისტრაცია გადაწყვეტს

3.2 დაფიქსირებულ დარღვევებზე სასჯელი გამოიყენება პროექტის საერთო რეგლამენტის შესაბამისად.

3.3 მოთამაშეებს შორის შეტყობინებები ადმინისტრაციის მიერ არ მოდერირდება.
გამონაკლისი: პირადი ინფორმაციის გავრცელება/მუქარა, თამაშის ქონების რეალურ ფულზე ყიდვა/გაყიდვა, დახურული ინფორმაციის გავრცელება, აკრძალული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება/გავრცელება/გაყიდვა, რეალურ ცხოვრებაში მუქარა და სხვა მძიმე დარღვევები.

3.4 მძიმე დარღვევის შემთხვევაში, მომჩივან პირს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ვიდეომასალა ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმებიდან, რათა დაადასტუროს მოთამაშის მიერ ჩადენილი დარღვევა.
მაგალითად: პირადი ინფორმაციის გავრცელება/მუქარა, თამაშის ქონების რეალურ ფულზე ყიდვა/გაყიდვა, დახურული ინფორმაციის გავრცელება, აკრძალული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება/გავრცელება/გაყიდვა და სხვა მძიმე დარღვევები.

3.5. აკრძალულია ისეთი სიტყვების, გამონათქვამების, წინადადებების და სხვა კონტენტის გამოყენება, რომელიც აკრძალულია სტრიმინგ პლატფორმების მიერ (Twitch, YouTube და სხვ.) | Mute 60-120 წუთი / Ban 3-10 დღე / HardBan 15-30 დღე .

3.6. აკრძალულია განზრახ "სტრიმ-სნაიპი" | Ban 7-30 დღე / HardBan 15-30 დღე.
განმარტება:
სტრიმერებისა და იუთუბერების დისკომფორტი, მათი თამაშის მსვლელობის გაფუჭება, ზედმეტი და დაუკითხავი დახმარება და ა.შ.

3.7 აკრძალულია სტრიმერებისთვის დახმარების გაწევა, ფულის, საჩუქრების გადაცემა და სხვა მსგავსი ქმედებები. | Demorgan 15 წუთი / HardBan 7 დღე.
გამონაკლისი:
თავად სტრიმერის თხოვნა ან ინიციატივა.


თამაშშიდა ჩატები


აკრძალულია თამაშშიდა ჩატების საერთო წესების დარღვევა:

4.1 ტექსტური და ხმოვანი ჩატი წარმოადგენს მხოლოდ IC (In-Character) ჩატს, სადაც აკრძალულია ნებისმიერი OOC (Out-of-Character) კომუნიკაცია.
სასჯელი: Mute 90 წუთი / Demorgan 5 წუთი.
გამონაკლისი:
ტექსტური ჩატები /b (და მსგავსი), ურთიერთშეთანხმებით – არაუმეტეს 4 მოთამაშის მონაწილეობით, ადმინისტრაციის (ფუნქციური "გვირგვინით") თანდასწრებით, ფუნქციურ მწვანე ზონებში საუბარი, სადაც მოთამაშეთა უმრავლესობა (75%-ზე მეტი) არ გამოთქვამს უკმაყოფილებას.
შენიშვნა: ნებისმიერი OOC ინფორმაცია უნდა გადაიცეს მხოლოდ /b, /fb ჩატების მეშვეობით.

4.2 აკრძალულია შენიღბული შეურაცხყოფა ან ნათესავების ხსენება შეურაცხმყოფელ ან ხუმრობით კონტექსტში.
სასჯელი: Ban 5-30 დღე / HardBan 15 დღე.

4.3 აკრძალულია ნათესავების პირდაპირი შეურაცხყოფა.
სასჯელი: HardBan 30-60 დღე.

4.4 აკრძალულია სპამი, ფლუდი ან ტექსტური შეტყობინებების გადაჭარბებული რაოდენობით გაგზავნა ნებისმიერ ჩატში.
სასჯელი: Mute 10-60 წუთი.

4.5 აკრძალულია ხმის ტონალობის შეცვლის პროგრამების გამოყენება.
სასჯელი: Mute 10-60 წუთი.

4.6 აკრძალულია ხმამაღალი ან ხელისშემშლელი ხმების გამოცემა.
სასჯელი: Mute 10-120 წუთი.

4.7 აკრძალულია OOC მოთამაშეების შეურაცხყოფა.
სასჯელი: Demorgan 15-60 წუთი / Ban 3-10 დღე.


გლობალური ჩატების (/dep, /gnews, /wnews, რაციები) წესები:


4.8 აკრძალულია უხეში ფორმის შეურაცხყოფა და არაეთიკური სიტყვების გამოყენება.
სასჯელი: WARN.
გამონაკლისი:
ხმოვანი რაციით სარგებლობა.

4.9 აკრძალულია MG (Metagaming) / OOC ინფორმაციის გავრცელება.
სასჯელი: WARN.

4.10 აკრძალულია აზრსმოკლებული დიალოგები.
სასჯელი: Mute 240 წუთი / WARN.
გამონაკლისი:
რაციაში ცალკეული არხები, სადაც მონაწილეებს არ აქვთ პროტესტი.

4.11 აკრძალულია CAPS LOCK-ის გამოყენება.
სასჯელი: Mute 120-240 წუთი.
მაგალითი:
"სანგ, კავშირზე ვართ".

4.12 აკრძალულია რაციის ჩართვა/გამორთვის ღილაკზე სპამი/ფლუდი.
სასჯელი: Mute 120 წუთი.



Role Play პროცესის წესები


Role Play (RP) ნიშნავს როლური პერსონაჟის თამაშში რეალური სამყაროს მოდელირებით. თამაშის პროცესში, თქვენ ირგებთ კონკრეტულ პერსონაჟს და უნდა იმოქმედოთ რეალური ადამიანის თვისებების შესაბამისად, ხარისხიანად თამაშობდეთ თქვენს როლს.

აკრძალულია RP-ის ძირითადი წესების დარღვევა:

5.1 DM (Deathmatch) — მოთამაშის მკვლელობა / ზიანის მიყენება / სროლა ან ტრანსპორტზე თავდასხმა, მათ შორის სამუშაო და მსგავს ფუნქციურ ობიექტებზე, IC მიზეზისა და IC დიალოგის გარეშე.
სასჯელი: Demorgan 120 წუთი / WARN / Ban 3-30 დღე.


გამონაკლისები – IC დიალოგი სავალდებულო არ არის, როდესაც:
  • პერსონაჟის ან მისი მოკავშირეების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე (ფრაქციის ან ოჯახის წევრები), მაგალითად: იარაღის მიზანში ამოღება, დარტყმები).
  • პერსონაჟის ან მისი მოკავშირეების მიმართ უხეში შეურაცხყოფა (შეიცავს ნათესავების, ეროვნების, ეთნოსის ხსენებას და ბილწსიტყვაობას).
  • პირადი ტრანსპორტის გატაცება.
  • ბიზნესის გაძარცვა (დაშვებულია მონაწილეთა მკვლელობა, მაგრამ აკრძალულია გამვლელების, მუშების და ა.შ. მოკვლა).
  • სახიფათო ზონებში (მექანიკური, ქიმიური და სამრეწველო ქარხნების ტერიტორია) ან აკრძალულ ზონებში (კაიო-პერიკო კუნძული).
  • კრიმინალური სტრუქტურის წევრების მიერ კამერების გათიშვა.


5.2 DB (DriveBy) — მოთამაშის განზრახ / მიზანმიმართული დაჯახება ტრანსპორტით.
სასჯელი: Demorgan 30-90 წუთი / WARN / Ban 3-30 დღე.

5.3 NonRP — მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება RP ლოგიკას.
სასჯელი: Demorgan 15-90 წუთი / WARN / Ban / HardBan 3-30 დღე.

5.4 NonRPDrive: ტრანსპორტით გადაადგილება არარეალურ პირობებში.

  • მაგალითი: შენობებში შესვლა, მთებზე, მდინარეებში, წყალში სიარული, საბურავდაჭრილი მანქანის მართვა, 750 მეტრზე ან 15 წამზე მეტი ხნით საპირისპირო ზოლში მოძრაობა, ტარანი მსუბუქი მანქანით მძიმე ავტომობილზე და ა.შ.
  • შენიშვნა: გარკვეული ტიპის ყველგანმავალი ტრანსპორტის (მაგ.: hummer, g63amg6x6, xclass, everon, bruiser, sandking, kamacho, draugur და სხვა) ქონა იძლევა შესაძლებლობას გადაადგილდეთ შესაბამის ადგილებში, გარემოს შეფასების შემდეგ.
5.4.1 NonRPFly: საჰაერო ტრანსპორტის მართვა არახელსაყრელ პირობებში.
  • მაგალითი: დაბალი ფრენა მაღალი სიჩქარით მიწასთან ახლოს, ხეებთან ახლოს ფრენა, ხიდების ქვეშ გავლა, დაშვება ისეთი ადგილებზე, რომლებიც არაა ამისთვის განკუთვნილი (40%-ზე დახრილი ფერდობი, ქვები, გადატვირთული გზები და სხვა

5.6 NLR (New Life Rule – ახალი სიცოცხლის წესი) — კრიტიკული დაზიანების მიღების შემდეგ აკრძალულია დაბრუნება გარდაცვალების ადგილას, ასევე აკრძალულია შურისძიების მიზნით მოთამაშისთვის ზიანის მიყენება ან მოკვლა.
სასჯელი: Demorgan 90 წუთი / WARN.
შენიშვნა:
პერსონაჟის სიკვდილის შემდეგ ის ივიწყებს ბოლო 15 წუთს და არ აქვს უფლება გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია.

5.7 PG (Power Gaming) — საკუთარი პერსონაჟის შესაძლებლობების გადაჭარბება; ისეთი ქმედებები, რაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელი იქნებოდა.
სასჯელი: Demorgan 35-90 წუთი / WARN / Ban 2-7 დღე.
შენიშვნა:
წესი მუშაობს პრინციპით 1x1. პროპორცია 2x3 არ ითვლება PG-დ. პროპორციები 1x2 და მეტი – PG.
გამონაკლისი: სამართალდამცავებისთვის წესი მუშაობს პრინციპით 1x2, 2x4, მაგრამ მხოლოდ ჯავშანჟილეტის ქონის შემთხვევაში და სათამაშო ზონის პუნქტი 2.2-ის გათვალისწინებით.

5.8 SK (Spawn Kill) — სროლა, ზიანის მიყენება ან მოკვლა პერსონაჟის ან ჯგუფის გაჩენის ადგილას.
სასჯელი: Demorgan 60-90 წუთი / Ban 2-5 დღე / HardBan 2-7 დღე.
მინიშნება:
ეხება ბანდებისა და ოჯახების რესპავნ ადგილებს.

5.9 TK (Team Kill) — განზრახ ზიანის მიყენება ან მოკვლა მოთამაშეებისთვის, რომლებიც იმავე ორგანიზაციას/ოჯახს მიეკუთვნებიან.
სასჯელი: Demorgan 50-90 წუთი / WARN / Ban 3-10 დღე.
გამონაკლისი:
თვითდაცვა.

5.10 MG (Meta Gaming) — ისეთი ინფორმაციის გამოყენება, რომელიც პერსონაჟისთვის RP-ის ფარგლებში ცნობილი არ არის (OOC ინფორმაციის გამოყენება).
სასჯელი: Demorgan 20-90 წუთი / WARN / Ban 2-5 დღე.

5.11 RP-ს პროცესიდან გასვლა — RP სცენის დროს AFK-ში გასვლა, თამაშიდან გამოსვლა, წყალში/ინტერიერში გაქცევა, სცენის იგნორირება.
სასჯელი: WARN / HardBan 4-8 დღე.
შენიშვნა:
იგნორად ითვლება ასევე /do-ს ან სხვა სცენარის იგნორირება მოთამაშის დინამიკური ID-ის მითითებით.
გამონაკლისი: ორივე მხარის თანხმობა.

5.12 კრიმინალური ქმედებები იარაღით უნდა ხდებოდეს მასკით.
სასჯელი: Demorgan 25 წუთი.
გამონაკლისი:
თვითდაცვა, მოულოდნელი IC კონფლიქტი, სადაც არ არის შესაძლებლობა მასკის ჩაცმის, Red Zone-ის ტერიტორიები.

5.13 ჯანმრთელობის ან ჯავშანის აღდგენა სროლის დროს.
სასჯელი: Demorgan 35-60 წუთი.

5.14 სროლა სატრანსპორტო საშუალებიდან.
სასჯელი: Demorgan 60 წუთი
გამონაკლისი:
გადადევნება, როცა ორივე მხარე სატრანსპორტო საშუალებაშია.

5.15 კრიმინალური ქმედება EMS თანამშრომლების მიმართ სამუშაო დროს.
სასჯელი: Demorgan 90 წუთი / WARN.
შენიშვნა: EMS-ზეც ვრცელდება PG წესი.
გამონაკლისი: PG EMS-ის მხრიდან.

5.16 ნივთების აღება სროლის დროს.
სასჯელი: Demorgan 30 წუთი / WARN.

5.17 RP ძარცვის განხორციელება სროლის დროს.
სასჯელი: Demorgan 60 წუთი.

5.18 იარაღის განზრახ შეცვლა/დამალვა მის გადასარჩენად.
სასჯელი: მძიმე იარაღის ჩამორთმევა + Demorgan 100 წუთი
გამონაკლისი:
თუ იარაღს დაუმთავრდა ტყვია.
შენიშვნა: ვრცელდება მხოლოდ პერსონაჟის სიკვდილის შემთხვევაში.

5.19 სახელმწიფო სპეცტექნიკის მოპარვა/გატეხვა.
სასჯელი: Demorgan 15-90 წუთი / Ban 7-15 დღე.
შენიშვნა:
სპეცტექნიკად ითვლება დაჯავშნული, საჰაერო და საბრძოლო ტექნიკა. საპატრულო მანქანები არ მიეკუთვნება.

5.20 პროვოკაცია სახელმწიფო თანამშრომლების მიმართ.
სასჯელი: დემორგან 30-60 წუთი

5.21 მოთამაშეების წაქეზება წესების დარღვევისკენ.
სასჯელი: Demorgan 35-90 წუთი / Ban 3-30 დღე / HardBan 15-30 დღე.
მაგალითად:
ბანი ედება ადამიანს თუ ეტყვის "მიდი შემაგინე", ან რაიმე მსგავსი პროვოკაციული სიტყვა

5.22 თაღლითობა ქონებაზე (OOC გარიგებები, IC გარიგება მოტყუებით და ა.შ.)
სასჯელი: ინიციატორი და თანამზრახველები – HardBan 30 დღე / PermBan + ქონების განულება; დაზარალებულს შესაძლოა მიენიჭოს WARN / Ban 3-7 დღე (ქონების დაბრუნების გარეშე).
შენიშვნა:
ყველა გარიგება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სერვერის ფუნქციონალით, გარეშე ხელშეკრულებების გარეშე.
მაგალითი: თამაშში კაზინოში თამაში ქონებაზე ან თანხაზე, რაც ფუნქციონალით აკრძალულია (5.000.001+), 2 ან მეტი ტრანსპორტის გაცვლა და ა.შ.

5.23 ორგანიზაციული ქმედებები (გადაყენება, დაწინაურება, განთავისუფლება და სხვა) არასწორი მიზეზით.
სასჯელი: Demorgan 60 წუთი / WARN / Ban 3-7 დღე.


აკრძალულია როლის/ანიმაციის შესრულების წესების დარღვევა:

5.24 აკრძალულია მოტყუება /do-ს გამოყენებისას. მოთამაშე ვალდებულია ყოველთვის უპასუხოს სიმართლეს /do-ს შესრულებისას.
სასჯელი: Demorgan 35 წუთი / WARN.
გამონაკლისი:
თუ /do-ს კითხვას შეიძლება აირიდოს თავიდან (მაგალითად, ფუნქციური ჩხრეკვა), მოთამაშეს აქვს უფლება უგულებელყოს ასეთი როლის შესრულება.

5.25 აკრძალულია შეურაცხმყოფელი ან არასწორი როლის შესრულება ბრძანებებში "/me, /do, /try".
სასჯელი: Demorgan 10-35 წუთი.
განმარტება:
თუ მოთამაშე არასწორად ასრულებს როლს, მისი როლი ითვლება არავალიდურად.
მაგალითი: მოთამაშე /do-ში სვამს კითხვას ადამიანის მდგომარეობაზე, ხოლო ადამიანი პასუხობს პატარა ასოთი და წერტილის გარეშე — ასეთი პასუხი ითვლება არასწორად შესრულებულად და შესაბამისად არ ჩანს სხვა მოთამაშეებისთვის. შედეგად — ის მიიღებს სასჯელს RP-ს პროცესიდან გასვლისთვის.

5.26 აკრძალულია როლის შესრულება საკუთარი თავის სასარგებლოდ.
სასჯელი: Demorgan 15-35 წუთი.
მაგალითი:
/do-ში სვამს კითხვას ამ ტიპის — "/do ადამიანი არის თუ არა LSPD-ს თანამშრომელი?"
დაშვებულია იგნორირება /do როლებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ შინაარსობრივი დატვირთვა, არ იწვევს RP-ს შედეგებს ან ეწინააღმდეგება სერვერის ფუნქციონალს.
მაგალითი: "/do რას ატარებს ადამიანი?" (როდესაც არსებობს ჩხრეკის ფუნქცია), "/do ავტომობილის VIN ნომერი წაშლილია", "/do ნომრები დაფარულია ჭუჭყით", "/do დოკუმენტები დაკარგულია" და მსგავსი — ასეთი შესრულება არ იწვევს შედეგებს და ეწინააღმდეგება ფუნქციონალს.


მოთამაშის და ადმინისტრაციის წესები


6.1 აკრძალულია ნებისმიერი ტიპის შეფერხება ადმინისტრაციის მუშაობაში.
სასჯელი: Kick / Mute 10-60 წუთი / Demorgan 10-100 წუთი / WARN / Ban 3-30 დღე.
განმარტება:

  • ადმინისტრატორი/ჰელპერი — OOC პერსონაჟია, მისი მიზანია დაეხმაროს მოთამაშეებს და მოაგვაროს კონფლიქტები.
  • ადმინისტრატორის თანდასწრებით ყველაფერი ითვლება OOC პროცესად.
  • აკრძალულია მისი საუბრის ჩაწყვეტა ან გადაწყვეტილების მიღებაში ხელის შეშლა.
  • აკრძალულია DM და სხვა დარღვევები ადმინისტრატორის ჩარევისას.
  • სასჯელი დამოკიდებულია კონკრეტულ დარღვევაზე და ადმინისტრატორის შეხედულებაზე.

6.2 აკრძალულია სისტემური ბაგების ან სისუსტეების დამალვა ან გავრცელება. | Ban 7-30 დღე / PermBan.

6.3 აკრძალულია დარღვევის დამალვა ადმინისტრაციისგან. | HardBan 15-30 დღე / PermBan.

6.4 ადმინისტრაციის მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან უპატივცემულო ქცევა. | Ban 5-30 დღე / HardBan 10-60 დღე.

6.5ადმინისტრატორად თავის წარმოჩენა. | Ban 7-30 დღე.

6.6 ჩივილის შემდეგ 48 საათამდე მტკიცებულებების წაშლა. | Ban 2 დღე.
შენიშვნა: ვიდეოს სახელში უნდა იყოს მითითებული ავტორის static, დამრღვევის static, დრო და თარიღი.

6.7 სერვერის ეკონომიკაზე ზიანის მიყენება. | Ban 30 დღე / HardBan 30 დღე / PermBan.

6.8 ბაგებისა და სისტემური ხარვეზების გამოყენება. | WARN / Ban 3-30 დღე / HardBan 3-30 დღე / PermBan.

6.9 OOC კონფლიქტის IC-ში გადატანა ან პირიქით. | Ban 5-30 დღე / HardBan 15-30 დღე / PermBan.

6.10 ნებისმიერი რეალური სიცოცხლის მუქარა. | Ban 10-30 დღე / HardBan 15-30 დღე / PermBan.

6.11 ქმედებები, რომლებიც იწვევს გენდერის, სოციალური და სხვა მსგავს საფუძველზე სიძულვილს. | Demorgan 90 წთ / Ban 3-15 დღე / HardBan 3-15 დღე.

6.12 არატოლერანტული კომენტარები ეროვნებაზე, ენაზე, რელიგიაზე და ა.შ. | Ban 15-30 დღე / HardBan 15-30 დღე / PermBan.
შენიშვნა:
ნებისმიერი ენაზე შეურაცხყოფა და ჟარგონი აკრძალულია.

6.13 რელიგიის, ერების ან სხვა ჯგუფების პირდაპირი შეურაცხყოფა. | HardBan 30-60 დღე / PermBan.

6.14 სერვერის წესების მრავალჯერადი დარღვევა. | Ban 30 დღე / HardBan 30 დღე / PermBan.

6.15 გარე პროგრამების გამოყენება უპირატესობის მისაღებად. | PermBan.
შენიშვნა: ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეამოწმოს მოთამაშის კომპიუტერი. უარი ან გასვლა ითვლება დარღვევად.

6.16 გარე ფაილების გამოყენება უპირატესობისთვის. | HardBan 30 დღე / PermBan.

6.17 სასჯელის გვერდის ავლა. | PermBan.

6.18 სხვისი სერვერის რეკლამა. | HardBan 15-30 დღე / PermBan / PermBan ყველა სერვერზე.
მაგალითი:
სხვა GTA პროექტის ბმული, არაოფიციალური Discord და ა.შ.

6.19 ფინანსური გარიგებები თამაშში რეალურ ფულზე. | PermBan / PermBan ყველა სერვერზე.
შენიშვნა:
აკრძალულია ნებისმიერი დაინტერესება გარიგებაში.
განმარტება: ტრანზაქციები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოფიციალური საიტით ან F2 - მაღაზიის გამოყენებით.

6.20 ადმინისტრაციის სამუშაოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება. | HardBan 30 დღე / PermBan / PermBan ყველა სერვერზე.

6.21 პირადი ინფორმაციის გავრცელება ან მუქარა ამის შესახებ. | HardBan 30 დღე / PermBan / PermBan ყველა სერვერზე.

6.22 პროექტის/სერვერის შეურაცხყოფა და რეპუტაციის დაზიანება. | HardBan 30 დღე / PermBan.

6.23 ადმინისტრაციის შეცდომაში შეყვანა. | Ban 10-30 დღე / HardBan 10-30 დღე / PermBan.

6.24 სერვერის ფუნქციონალის ბოროტად გამოყენება. | Ban 3-30 დღე / HardBan 10-30 დღე.

6.25 სერვერის ფუნქციონალის გვერდის ავლა. | Ban 3-30 დღე / HardBan 10-30 დღე.

6.26 RP პროცესის შეფერხება. | Ban 2-5 დღე.

6.27 ლიდერის მიზანმიმართული კომპრომატირება, რათა მან გაფრთხილება მიიღოს. | Ban 5-30 დღე / HardBan 15-30 დღე.

6.28 დემორგანში მოთამაშეებისთვის ხელის შეშლა დავალებების შესრულებისას. | WARN / Ban 2-5 დღე.
მაგალითი: მოთამაშის ცემა დავალების შესრულებისას, ბლოკირება და ა.შ.

6.29 სპეციალური საშუალებების მოპოვება/შენარჩუნება წესების დარღვევით. | HardBan 10-20 დღე + ნივთების ამოღება.
მაგალითი:
რაიმე ბაგის გამოყენებით ნივთების დუპლიკაცია
მინიშნება: თუ ასეთი ნივთი შემდეგ გაყიდულია | HardBan 999 დღე / PermBan.
შენიშვნა:
თუ ამ ბაგის შესახებ აცნობებთ ადმინისტრაციას თავს აირიდებთ ყველანაირი სასჯელისგან

6.31 პირადი პრომოკოდების, სოციალურ ქსელებში რეკლამა. | პრომოკოდის წაშლა + Ban 5-30 დღე.
მაგალითი:
რეკლამა სპავნზე.

6.32 დონატ-ის გაცვლა თამაშის ქონებაზე. | Ban 30 დღე / HardBan 30 დღე.
 
Last edited:
Status
Not open for further replies.
Top