სერვერის წესები სახელმწიფო სტრუქტურის წესები

Status
Not open for further replies.

Shera

Administrator
Staff member
Feb 24, 2025
9
0
1

ზოგადი წესები


1.1. სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს ნებადართული აქვთ უხეში ძალის გამოყენება, ასევე სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა იმ შემთხვევაში, თუ ეს აღწერილია და დამტკიცებულია RP-სიტუაციაში ფორუმზე.
| გაფრთხილება

1.2. მმართველ პერსონალს ეკრძალება ნებისმიერი კრიმინალური საქმიანობა, მათ შორის ქრთამის აღება.
| გაფრთხილება
განმარტება:
მმართველ პერსონალში შედიან: ლიდერი, მოადგილე, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
გამონაკლისი: მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ უფლება მიიღონ დიდი ქრთამი იმ შემთხვევაში, თუ დაწერილია და დამტკიცებულია RP-ბიოგრაფია.
1.3. ქრთამის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40.000 დოლარს (ქრთამი უნდა იყოს მხოლოდ ფულადი სახით). უფრო დიდი ოდენობის მისაღებად აუცილებელია კრიმინალური RP-სიტუაციის დაწერა
| გაფრთხილება

1.4 აკრძალულია სახელმწიფო ქონების / ბიუჯეტის გაყიდვა ან გადინება.
| დემორგანი 45-90 წუთი / ბანი 3-30 დღე / ხარდბანი 7-30 დღე / პერმაბანი, ასევე გარიგების გაუქმება ან პერსონაჟის რესეტი.
შენიშვნა:
გაჟონილი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, ადმინისტრაციას აქვს უფლება დაბლოკოს ანგარიში იქამდე, სანამ გაყიდული ქონების თანხა არ დაბრუნდება.
განმარტება: ამოღების შემდეგ, ადმინისტრატორს შეუძლია დამატებითი სასჯელის დაწესება.
გამონაკლისი: ფორუმზე RP-სიტუაციის არსებობა და ადმინისტრაციის მიერ დამტკიცება.


1.5 აკრძალულია კრიმინალური მოქმედებების შედეგად მიღებული ნივთების შენახვა ან გაყიდვა.
| დემორგანი 35-90 წუთი / გაფრთხილება / ბანი 2-15 დღე / ჰარდბანი ამოღებამდე
შენიშვნა:
ყველა ნივთი, რომელიც მიღებულია სროლის ან ოპერაციის შედეგად, უნდა განთავსდეს საწყობში ან განადგურდეს, რადგან ნივთი ითვლება "არალეგალურად".
განმარტება: ამოღების შემდეგ, ადმინისტრატორს აქვს უფლება დამატებითი სასჯელის დაწესებაზე.


1.6 სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ეკრძალებათ იარაღის, ვაზნების, ჯავშანჟილეტების, სპეციალური საშუალებებისა და ნებისმიერი ნივთის შენახვა, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო სტრუქტურას.
| დემორგანი 35-90 წუთი / ბანი 3-30 დღე + ამოღება / ხარდბანი ამოღებამდე
გამონაკლისი:
ფრაქციის კურატორის თანხმობით
განმარტება: ამოღების შემდეგ, ადმინისტრატორს შეუძლია დამატებითი სასჯელის დაწესება.


1.7 აკრძალულია იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვა გათავისუფლების / გადაყვანის / გაფრთხილების / ბანის შემდეგ.
| დემორგანი 35-90 წუთი / ბანი 3-15 დღე / ხარდბანი 3-15 დღე / ხარდბანი ამოღებამდე
განმარტება:
ამოღების შემდეგ, ადმინისტრატორს შეუძლია დამატებითი სასჯელის დაწესება.შენიშვნა: ბანის, გაფრთხილების ან უმოქმედობის გამო გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია ნივთების გადაცემა ადმინისტრატორზე რეპორტის მეშვეობით.

1.8 ჯავშან-სამხედრო ტექნიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი IC (In-Character) საფუძველი.
| დემორგანი 35-90 წუთი / სიტყვიერი შენიშვნა ლიდერს.
მაგალითები:
რეიდები, აღლუმი, ტერორისტული აქტები, მოპარული სამხედრო ტექნიკის ბაზაზე დაბრუნება, გაძლიერებული პატრული (LSPD / LSCSD / FIB / SANG) საკმარისი IC მიზეზით; SANG-ს უფლება აქვს გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა "გადაუდებელი მდგომარეობის" ან "სამხედრო მდგომარეობის" დროს, ასევე ღონისძიებებზე ფრაქციის კურატორის თანხმობით.

1.9 აკრძალულია იმ მოთამაშეების მიღება ფრაქციაში, რომლებსაც აქვთ მოქმედი საგანგებო მდგომარეობა სახელმწიფო ორგანიზაციებთან მიმართებით.
| დემორგანი 90 წუთი / გაფრთხილება.

1.10 არალეგალური ნივთების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სერვერის ფუნქციონალის მეშვეობით.
| დემორგანი 35 წუთი / გაფრთხილება.

1.11 აკრძალულია დრონების გამოყენება სხვა მიზნებისთვის.
| გაფრთხილება.
განმარტება:
დრონის გამოყენება პირადი გართობისთვის, ხუმრობით ან სხვა პირთა თვალთვალისთვის დაუშვებელია.

1.12 ყველა უფლება, ისევე როგორც მუხლები, რომლებსაც არღვევს მოთამაშე, აუცილებელია ხმოვანი ჩატით იქნეს გამოცხადებული.
| დემორგანი 30 წუთი / გაფრთხილება / ბანი 3-7 დღე.
მაგალითი:
მირანდა და სხვ.
შენიშვნა: საუბარი უნდა იყოს სრული, გასაგები, ზომიერი ტემპით და ნათლად აღქმადი მოთამაშისთვის; თუ მოთამაშე ითხოვს მუხლების განმარტებას, სახელმწიფო თანამშრომელმა ისინი სრულად უნდა ჩამოთვალოს.
გამონაკლისი: თუ მოთამაშე RP-ბიოგრააფიით არის "ყრუ" ან "მუნჯი", სახელმწიფო სტრუქტურის წევრი ვალდებულია ტექსტური ჩატით ითამაშოს.

1.13 თუ დაკავებული მოითხოვს ადვოკატის გამოძახებას, უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადვოკატით
| გაფრთხილება.
შენიშვნა:
ადვოკატის გამოძახება ხდება დეპარტამენტის რაციით (/dep) დაკავების იზოლატორიდან ან დაკითხვის ოთახიდან. მოთამაშეს უნდა ეცნობოს, რომ ადვოკატი გამოძახებულია; მას უფლება აქვს მოითხოვოს კერძო ადვოკატიც.
გამონაკლისი:
  • დაკავება მიმდინარეობს ან დასრულდა დამტკიცებული საქმის ან სასამართლოს შედეგად
  • მოთამაშე უგულებელყოფს სახელმწიფო მოხელის მიერ მიღებულ ადვოკატის მოთხოვნას, რაც შესაძლოა არ მოესმა თანამშრომელს.
  • თუ მოთამაშემ თავდაპირველად უარი თქვა ადვოკატზე, თუმცა მოგვიანებით მოისურვა, თანამშრომელს უფლება აქვს უარი უთხრას

განმარტება: ეს პუნქტი ვრცელდება იმ თანამშრომელზე, რომელიც ატარებს საქმის განხილვას.
1.14 აკრძალულია პირველი შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია, დამამცირებელი ანიმაციების გამოყენება, ასევე უხეში ლექსიკის გამოყენება დაკავებულის ან უცხო პირების თანდასწრებით.
| დემორგანი 50-100 წუთი / გაფრთხილება.
შენიშვნა:
სახელმწიფო მოხელეს შეუძლია, გონივრულ ფარგლებში, გამოიყენოს მკაცრი ტონი სტრესულ სიტუაციებში, როგორიცაა სროლა, სამოქალაქო პირების მიერ ჩადენილი დანაშაული და სხვ.
გამონაკლისი: ფორუმზე დამტკიცებული RP ბიოგრაფია - სახელმწიფო თანამშრომელზე; სექცია 1, პუნქტი 1.1.


1.15 ფუნქციურ მწვანე ზონებში აკრძალულია ქცევა, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფო თანამშრომლის როლს.
| დემორგანი 60-90 წუთი / გაფრთხილება / ბანი 2-5 დღე.
მაგალითები: ქრთამის აღება, არასახელმწიფოებრივი სტილში საუბარი, უხეში საუბარი და ა.შ.
გამონაკლისი:
  • სახელმწიფო სტრუქტურის წევრებს შორის ურთიერთობა, თუ ახლომახლოს არ არიან სხვა მოთამაშეები არასახელმწიფოებრივი სტრუქტურებიდან ან დაკავებულები
  • RP სიტუაცია, რომელიც დამტკიცებულია კრიმინალურ სახელმწიფო თანამშრომელზე.


1.16 აკრძალულია სამხედრო ბარათების გაცემისა ან ჩამორთმევის განხორციელება საკმარისი IC მიზეზის გარეშე.
| ბანი 15-30 დღე / პერმაბანი

1.17 ბონუსების გაცემა სახელმწიფო ფრაქციებისთვის და მათი წევრებისთვის შესაძლებელია მხოლოდ ფუნქციონალის მეშვეობით.
| სიტყვიერი შენიშვნა ლიდერის მიმართ.
გამონაკლისი:
მთავარი კურატორის დამტკიცება.


1.18 აკრძალულია ერთი დღე-ღამის განმავლობაში ერთი და მეტი რანგით დაწინაურება.
| გაფრთხილება / ბანი 3 დღე / სიტყვიერი შენიშვნა ლიდერის მიმართ.
გამონაკლისი:

  • მთავარი კურატორის დამტკიცება; გადმოსვლა სხვა სახელმწიფო ორგანიზაციიდან
  • ხელახალი მიღება სამსახურში.

1.19 სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლის დაპატიმრება / დროებით იზოლატორში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება დარღვევა ბრალდებულის ფრაქციის უფროსი წევრებისგან, ან მაღალი რანგის სახელმწიფო პირებისგან (მინისტრი და ა.შ.), ან პროკურორისგან, რომელმაც დააკმაყოფილა დაკავების მოთხოვნა.
| გაფრთხილება.
გამონაკლისი:

  • სასამართლოს გადაწყვეტილება
  • დაკავების ორდერი
  • სისხლის სამართლის დანაშაული
1.20 აკრძალულია მოთამაშის დაწინაურება შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის გარეშე. | ბანი 3 დღე / სიტყვიერი შენიშვნა ლიდერის მიმართ.
შენიშვნა:
ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ფრაქციის დაწინაურების სისტემას.
გამონაკლისი: გადმოსვლა სხვა სახელმწიფო ორგანიზაციიდან / ხელახალი აღდგენა / მთავარი კურატორის დამტკიცება.


1.21 აკრძალულია საქმეზე გამოყენებული მასალის გამოყენება, ოფისური საქმიანობისთვის და ა.შ., თუ ის არ არის მიღებული ფუნქციური ბოდიკამერის გამოყენებით.

გამონაკლისი: ინკოგნიტო / ფარული სამუშაო / მთავრობის ფილიალების კამერების ჩანაწერები; ქალაქის კამერები RP სიტუაციის არსებობისას.


1.22 აკრძალულია მოთამაშის ნივთების ჩამორთმევა (მანქანიდან, ზურგჩანთიდან, ინვენტარიდან და სხვ.) უსაფუძვლოდ.
| ჰარდბანი 15-30 დღე / პერმაბანი + ანგარიშის განულება.
შენიშვნა:
ანგარიშის განულების გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია იმაზე დაყრნობით თუ რახელა ოდენობის ნივთები იყო ჩამორთმეული.

1.23 სახელმწიფო სტრუქტურის მოთამაშეებს ეკრძალებათ იმ ნივთების გამოყენება, რომლებიც არ შედის ფრაქციის უნიფორმაში, ასევე აკრძალულია სახელმწიფო მოთამაშის ზოგადი დრესკოდის დარღვევა.
| დემორგანი 35-90 წუთი / გაფრთხილება.
მაგალითი:

  • არაბუნებრივი თმის ფერი, არაოფიციალური ვარცხნილობა
  • სახეზე/კისერზე/ხელებზე ტატუ
  • მაკიაჟი და კონტაქტური ლინზები არაბუნებრივი ფერით
  • ყურები/რქები/კუდები/ნათიანი ნიღბები/ქუდები
  • კაშკაშა ჯავშანჟილეტები და სხვ.
    შენიშვნა: დრესკოდის შერჩევასთან დაკავშირებული სირთულეების შემთხვევაში მიმართეთ ფრაქციების მთავარ კურატორს.
    გამონაკლისი: ფარული სამუშაო, დამტკიცებული ტანსაცმელი, საყურეები (დაზუსტებული სტილით), საათები (კლასიკური ან ტაქტიკური), ხელთათმანები (ტაქტიკური, მკაცრი).


1.24 აკრძალულია სექციების ხელოვნურად გაფართოება.
| სიტყვიერი შენიშვნა ლიდერის მიმართ / მკაცრი შენიშვნა ლიდერის მიმართ.
მაგალითი:
საჰაერო პატრული და სახმელეთო პატრულის დეპარტამენტი, პერსონალის დეპარტამენტი და აკადემია და ა.შ.
ახსნა: დეპარტამენტები უნდა გაერთიანდეს ერთში და შემცირდეს მათი რაოდენობა; ერთი დეპარტამენტის შიგნით შეიძლება იყოს შიდა დაყოფა.


1.25 აკრძალულია ფრაქციული საწყობის გამოყენება ფრაქციულ საქმიანობასთან დაუკავშირებლად.
| ბანი 30 დღე / ჰარდბანი 15-30 დღე.
გამონაკლისი:
ფარული/ინკოგნიტო მოთამაშეები და სხვ.
მაგალითი: ქეშებისთვის სროლები პრიზის მიღების მიზნით, სამუშაო საათებს გარეთ მომხდარი სროლები და ა.შ.


1.26 აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონალის განზრახ ბოროტად გამოყენება RP ლოგიკის დარღვევით. | ბანი 10-15 დღე / ჰარდბანი 10-30 დღე / პერმაბანი.

მაგალითი:
  • ნიღბისთვის დაპატიმრება
  • 5 ვარსკვლავის მინიჭება მცირედი დანაშაულისთვის
    • მაგალითი: ტანსაცმლის გარეშე სიარული საზოგადორებივი თავშეყრის ადგილებში
  • მაქსიმალური სასჯელის მიცემა უმნიშვნელო დარღვევაზე
  • გაუმართლებელი სისხლის სამართლის ჩანაწერის გაცემის ფაქტი
  • მოთამაშის დაკავება EMC შენობაში ფუნქციური ჩხრეკის გამო
  • ვარსკვლავების ხელახალი მინიჭება ძველი ვადა გასვლის შემდეგ და სხვ.
1.27 1 ვარსკვლავზე დაკავების მაქსიმალური დრო დროებითი დაკავების იზოლატორში არის 10 წუთამდე. | გაფრთხილება (WARN).
ახსნა:
5 ვარსკვლავის მქონე მოთამაშისთვის მაქსიმალური ვადა არის 50 წუთი.
გამონაკლისი: სასამართლოს გადაწყვეტილება, ორდერი, ტერორისტული აქტი.

1.29 USSS-ისა და SANG-ის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ატარონ სახელმწიფო სერთიფიკატი და მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინონ მოწმობა.
| დემორგანი 15 წუთი.
შენიშვნა:

  • შემთხვევითი ან პროვოკაციული მოთხოვნები შეიძლება უგულებელყოს, თუ მოთამაშე არ არის მონაწილე საერთო RP პროცესში.
  • მოწმობა უნდა წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე ჩართულია RP პროცესში

1.30 აკრძალულია დაპატიმრებისას მოქმედება პროკურორის გადაწყვეტილებისა და სასამართლოს ვერდიქტის წინააღმდეგ.
| ბანი 5-15 დღე / ჰარდბანი 5-15 დღე.

1.31 პროკურორებსა და მოსამართლეებს ეკრძალებათ შეგნებულად არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც აშკარად არღვევს ლოგიკას და/ან RP წესებს ან დადგენილების წესებს.
| ბანი 10-15 დღე / ჰარდბანი 10-30 დღე / პერმაბანი.

სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედება

2.1 ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია ექვემდებარება მთავრობას.

2.2 მთავრობა შეიძლება გადატრიალდეს სახელმწიფო გადატრიალების გზით, შესაბამისი საქმეების წარმოებით და თამაშშიდა RP-სიტუაციის ჩატარებით, მინიმუმ ორი სამართალდამცავი სტრუქტურის მონაწილეობით, ასევე სახელმწიფო ფრაქციების მთავარი კურატორისა და მთავარი კურატორის-ს თანხმობით.

2.3 მთავრობა შეიძლება გადატრიალდეს საერთო სამოქალაქო გადატრიალების გზით, თამაშშიდა RP-სიტუაციის ორგანიზებით, კონკრეტული მოთხოვნებით, პირობებითა და ცვლილებებით. მთავრობის შეცვლის საკითხი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 100 ადამიანს.

შენიშვნა: მოთხოვნები, პირობები და სხვა დეტალები უნდა იყოს რეალური და შესრულებადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებს ექნებათ უფლება დაგაკავონ.
ახსნა: საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი კურატორი და პროექტის გუნდი ღონისძიების საერთო ფორმატიდან, მოთხოვნებიდან და პირობებიდან გამომდინარე.

2.4 ნებისმიერი შიდა ინსტრუქცია, სამუშაო რეგლამენტი, დეპარტამენტი, სამსახური და ა.შ. უნდა დამტკიცდეს მთავრობასა და/ან ფრაქციის კურატორთან.

2.5 გადაყვანა უნდა დამტკიცდეს ორივე ლიდერის მიერ — იმ ფრაქციის ლიდერის, რომელშიც მოთამაშეა, და იმ ფრაქციის ლიდერის, რომელშიც სურს გადასვლა.

შენიშვნა: ფრაქციაში ლიდერის არყოფნის შემთხვევაში, გადაყვანას შეიძლება დაეთანხმოს მოადგილე ან ფრაქციის კურატორი.
გამონაკლისი: გადაყვანა შეიძლება დაამტკიცოს გუბერნატორმა.


2.6 აკრძალულია მოთამაშეთა განზრახ დაწინაურება სხვა ფრაქციაში შემდგომი გადაყვანის მიზნით.
| ზეპირი შენიშვნა ლიდერის მიმართ.


2.7 აკრძალულია მოთამაშის დაწინაურება იმ პოზიციაზე, რაც არ შეესაბამება წინა ფრაქციაში მის წოდებას.
| ზეპირი შენიშვნა ლიდერის მიმართ.

მთავრობა – მერია

3.1 საწარმოს რეგისტრაციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250,000 თამაშის ვალუტას. | მკაცრი შენიშვნა ლიდერს.
შენიშვნა: ზღვარი შეიძლება გაიზარდოს GA-ს შეხედულებით.

3.2 მთავრობას შეუძლია ჩაატაროს სახელმწიფო ორგანიზაციების შემოწმება. | სიტყვიერი შენიშვნა ლიდერს.
შენიშვნა: შემოწმება შეიძლება ჩატარდეს არა უმეტეს ერთხელ კვირაში თითოეულ სახელმწიფო ორგანიზაციაში.

3.3 მთავრობის ადმინისტრაციას აქვს უფლება ჩაატაროს დამატებითი შემოწმებები, თუ კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი მოხვდა გამოძიების ქვეშ.

3.4 მთავრობის საკანონმდებლო ფილიალი ვალდებულია შეიმუშავოს და უზრუნველყოს კანონმდებლობის აქტუალურობა. | სიტყვიერი ან მკაცრი შენიშვნა ლიდერს.

3.5 ფრაქციის კურატორს შეუძლია უარი თქვას ცვლილებაზე/ინოვაციაზე საკანონმდებლო ბაზაში, თუ ის ეწინააღმდეგება RP ლოგიკას. | მკაცრი შენიშვნა ლიდერს.

3.6 მთავრობის ადმინისტრაციას აქვს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტი მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებისთვის. | მკაცრი შენიშვნა ფრაქციის ლიდერს / ფონდების ჩამორთმევა.

3.7 მთავრობას აქვს უფლება შეუმციროს ბონუსები ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას, თუკი არსებობს შესაბამისი IC მიზეზი და RP კომპონენტი.

3.8 მთავრობას ეკრძალება უგულებელყოს სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება რეალურ მდგომარეობას სახელმწიფო ორგანიზაციებში. | WARN / სიტყვიერი შენიშვნა ლიდერს.

3.9 ნებისმიერი მოქმედი ბრძანება უნდა აიტვირთოს ფორუმზე, მთავრობის განყოფილების სპეციალურ თემაში. | WARN / სიტყვიერი შენიშვნა ლიდერს.
გამონაკლისი: ფუნქციური ორდერი ტრანსპორტის ჩხრეკისთვის.

3.10პროკურატურის თანამშრომლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოხსნან ძებნა მოთამაშისგან, თუკი ის მთავრობის წარმომადგენლების მიერ შეცდომით იყო გაცემული ან მოხვდა თამაშის სისტემაში.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური (USSS)

4.1 USSS ექვემდებარება მხოლოდ მთავრობას, მის დადგენილებებსა და წესდებებს.

4.2 USSS-ს ეკრძალება მოთამაშეების დაპატიმრება. დაკავების დროს აუცილებელია მათ გადაცემა LSPD/LSCSD/FIB-ის თანამშრომლებისთვის.
| დემორგანი 50-90 წუთი / WARN.
გამონაკლისი:
დაპატიმრება ორდერის, საჩივრის და მსგავსი საფუძველზე.

4.3 USSS-ს აქვს უფლება ჩაატაროს შემოწმება EMS-ის, LSPD-ის, LSCSD-ის, Weazel News-ისა და SANG-ის თანამშრომლებზე შესაძლო დარღვევების გამო.

მაგალითი: სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, ქრთამი და სხვა.
შენიშვნა: დარღვევის შემთხვევაში მოთამაშის დაკავება დასაშვებია. თუ დამრღვევი არის რომელიმე ფრაქციის მაღალი რანგის წევრი, აუცილებელია მისი ფრაქციის უფროსის ან მთავრობის წარმომადგენლის გამოძახება შემდგომი პროცედურებისთვის.

4.4 USSS-ს აქვს უფლება აღკვეთოს საგანგებო სიტუაციები ლოს სანტოსში.

მაგალითი: ტერაქტები, ბანკის ძარცვა, ბუნტები და სხვა.

4.5 USSS-ს ეკრძალება პატრულირება ქალაქის გარეთ. | დემორგანი 35 წუთი.

გამონაკლისები: ესკორტი, მაღალი თანამდებობის პირების ტრანსპორტირება, კამერების დაყენება, ასევე საგანგებო სიტუაციები და საჰაერო სივრცე

Federal Investigation Bureau

5.1 FIB-ის თანამშრომლები ექვემდებარებიან იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას.

5.2 FIB-ის თანამშრომლებს შეუძლიათ განახორციელონ სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლი.
| დემორგანი 30-90 წუთი / WARN / სიტყვიერი შენიშვნა / მკაცრი შენიშვნა.
მაგალითი:
ინფილტრაცია დარღვევების გამოვლენით, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შემოწმება და ა.შ.
განმარტება: დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა გადაეცეს უფროს პერსონალს შემდგომი დამუშავებისა და გადამოწმებისთვის.
თუ დარღვევა დაფიქსირდა უმცროს ან საშუალო რანგის თანამშრომლისგან, მასალა უნდა გადაეცეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელს (ლიდერს, მოადგილეს ან დეპარტამენტის ხელმძღვანელს), ან შედგეს სარჩელი შემდგომი გამოძიებისა და სანქციების გამოსაყენებლად (მათ შორის დაპატიმრება).
თუ დარღვევა დაფიქსირდა უფროსი რანგისგან, საჭიროა მოხდეს რეპორტის/საქმის ფაილის შედგენა, სარჩელის შეტანა ან გადაცემა მთავრობას (გენერალური პროკურორი, უზენაესი მოსამართლე და სხვ.) სანქციების (მათ შორის დაკავება და თანამდებობიდან გადაყენება) დასაწესებლად.
ეს განმარტება ვრცელდება როგორც სპეცოპერაციებზე, ასევე ყოველდღიურ ზედამხედველობაზე.

5.3 FIB-ის თანამშრომლებს შეუძლიათ დააკვირდნენ LSPD-ის მხრიდან რიგითი მოთამაშეების საჩივრების განხილვისა და რეაგირების პროცესს.
| სიტყვიერი შენიშვნა ხშირი დარღვევების შემთხვევაში.

5.4 საქმის ფაილებს (case files) ქმნიან მხოლოდ FIB-ის თანამშრომლები, თუმცა მასალები შეიძლება მოდიოდეს ნებისმიერი ფრაქციისგან.

განმარტება: საბოლოო საქმის ფაილი მზადდება მხოლოდ FIB-ის თანამშრომლების მიერ, მაგრამ მასში შესული მასალა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფრაქციიდან.
5.5FIB-ის ოფიცრებს შეუძლიათ გადაიბირონ ოფიცრები სხვა სამართალდამცავი სტრუქტურებიდან.

შენიშვნა: შესაძლებელია მხოლოდ უმცროსი და საშუალო პერსონალის გადაბირება.
დამატება: შემადგენლობის განაწილებას განსაზღვრავს სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი კურატორი.

LSPD

6.1 LSPD-ის თანამშრომლების მთავარი ამოცანაა კრიმინალური საქმიანობის აღკვეთა და მასზე რეაგირება. | სიტყვიერი შენიშვნა ლიდერის მიმართ.
შენიშვნა:
პატრულირება, გამოძახებებზე რეაგირება, მოქალაქეთა მიმართვების განხილვა და სხვა.

6.2 LSPD-ის თანამშრომლები ვალდებულები არიან მოქალაქეთა მიმართვები განიხილონ არაუგვიანეს 48 საათისა მიმართვის მომენტიდან.
| სიტყვიერი შენიშვნა ლიდერის მიმართ.
შენიშვნა:
შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები.

6.3 აკრძალულია მოთამაშეების ფუნქციური გამოძახებების უგულებელყოფა.
| სიტყვიერი შენიშვნა ხშირი დარღვევების შემთხვევაში.

6.4 საქმის ფაილის შექმნისას ის უნდა გადაეცეს FIB-ის თანამშრომლებს დასამტკიცებლად.

ეროვნული გვარდია

7.1 ეროვნულ გვარდიას აქვს უფლება დააკავოს მოქალაქეები არალეგალური ქმედებების გამო მხოლოდ Fort Zancudo-ს ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს, შემდგომში დაკავებული პირი უნდა გადაეცეს FIB-ის, LSPD-ის თანამშრომლებს, ან დამოუკიდებლად უნდა მოახდინოს დაკავებული პირის გადაყვანა და შემდეგ გადასცეს შესაბამის ორგანოებს. | დემორგანი 50-90 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისები:
ეროვნული გვარდიის თანამშრომლების დაკავება ომის დანაშაულებისთვის (დეზერტირება და მსგავსი დარღვევები), საომარი მდგომარეობა, საგანგებო რეჟიმი.

7.2 SANG-ის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ გეტოს ტერიტორიაზე ყოფნა დამაჯერებელი მიზეზის გარეშე.
| დემორგანი 15-35 წუთი.
დაზუსტება:
LSPD / FIB-ის თანამშრომლების მიერ რადიოთი გაგზავნილ თხოვნაში უნდა იყოს მითითებული მიმართულება და მიზანი, რის გამოც მოითხოვება დახმარება.
შენიშვნა: გეტოს ტერიტორიაზე მდგომარეობის მოგვარების შემდეგ, SANG-ის თანამშრომლებმა უნდა დატოვონ ტერიტორია.
გამონაკლისი: 23:00-დან 08:00-მდე, SANG-ის თანამშრომლებს შეუძლიათ გეტოს ტერიტორიაზე ყოფნა თხოვნის გარეშე.


სასამართლო ხელისუფლება

8.1 სასამართლო შტოს ლიდერი შეიძლება დანიშნოს მთავრობის ლიდერმა.
შენიშვნა: აუცილებელია შეთანხმება სერვერის ადმინისტრაციასთან.

8.2 სასამართლო შტოს ლიდერი შეიძლება დაინიშნოს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი ზედამხედველი.

8.3 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასრულებს მთავარი სასამართლო ორგანოს ფუნქციებს, მას აქვს ყველა უფლება და შესაძლებლობა ყველა მოთამაშის დასასჯელად, მათ შორის ფრაქციის ლიდერებისა და უზენაესი მოსამართლეების.

8.4 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია მის დაქვემდებარებაში დანიშნოს არაუმეტეს 3 მთავარი მოსამართლისა.

შენიშვნა: მაქსიმალურ რაოდენობას ადგენს მთავარი ადმინისტრატორი ან სახელმწიფო ფრაქციების მთავარი კურატორი.

8.5 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს IC საჩივრით, რომელსაც განიხილავენ მთავრობის კურატორები ან სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი მონიტორინგი.

8.6 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენება ხორციელდება ქეისის დაწერით, რომელსაც ამტკიცებს/უარყოფს სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი მონიტორინგი.

8.7 არასწორი გადაწყვეტილებებისათვის მოსამართლე იღებს 1 სასჯელის ქულას.

შენიშვნა: მცირე დარღვევებისთვის — გაფრთხილება; გადაყენება კი სერიოზული დარღვევებისთვის.

8.8. 3 სასჯელის ქულის დაგროვების შემდეგ, მთავარი მოსამართლე იხსნება თანამდებობიდან.

8.9 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეიძლება გადაყენდეს მთავრობის ლიდერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ფრაქციების მთავარი კურატორის დამტკიცებით.

8.10 სასჯელის ქულის მოხსნა შეიძლება განხორციელდეს მთავრობის სტრუქტურების მთავარი მონიტორინგის, ან მთავარი მონიტორინგის შეხედულებისამებრ, სასამართლოს აქტივობიდან გამომდინარე, თუმცა არაუმეტეს 1 ქულისა კვირაში ერთხელ.

8.11 მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოხდეს სახელმწიფო ორგანიზაციის ლიდერის გადაყენება.

განმარტება: ამისთვის საჭიროა სასამართლო სარჩელი, IC კანონების სერიოზული და მასშტაბური დარღვევები, და სახელმწიფო ორგანიზაციების მთავარი მონიტორინგისს დამტკიცება.

8.12 ყველა სასამართლო პროცესი ტარდება სასამართლოს ოთახში.

8.11 სასამართლო განყოფილებამ მოქალაქეთა მიმართვები უნდა განიხილოს განაცხადის მომენტიდან არაუგვიანეს 48 საათისა.
| სასჯელის ქულა.

8.12 ღონისძიებები/გამოძიება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 48 საათისა საჩივრის დამუშავებიდან.
| სასჯელის ქულა.

დაკითხვის ჩატარების წესები

9.1 RP დაკითხვას უნდა ჰქონდეს IC საფუძველი. | WARN
შენიშვნა:
IC საფუძველია —
  • დაკავება სროლის შემდეგ
  • მასობრივი ძარცვები
  • მოსახლეობის გატაცება ან ძარცვა
  • ჯგუფური დანაშაულები
  • ტერორისტული აქტები
  • გადატრიალება და ა.შ.
9.2 დაკითხულ პირს ეკრძალება PG წესების დარღვევა. | Ban 4-10 დღე
შენიშვნა:
დაკითხვის დროს ინფორმაციის მოპოვება ბუნებრივი პროცესია — ინფორმაციის თანდათანობითი გაცემას PG არ ეწოდება.

9.3 დაკითხულს არ აქვს ვალდებულება, პირდაპირ უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ეხება მის წოდებას/გავლენას კრიმინალურ ორგანიზაციაში, ან პირდაპირ ეხება ფაქციის კრიმინალურ საქმიანობას.

შენიშვნა: პასუხი უნდა მიღებულ იქნას, მაგრამ დასაშვებია არაპირდაპირი და ბუნდოვანი პასუხები.

9.4 სახელმწიფო ფაქციების თანამშრომლებს ეკრძალებათ არაკორექტული კითხვების დასმა /do-ში.
| WARN
მაგალითად:

  • /do არის მოთამაშე კრიმინალური ფაქციის წევრი?
  • /do რა წოდება აქვს მოთამაშეს ფაქციაში? და მსგავსი კითხვები.
9.5 დაკითხვა არ უნდა ატარებდეს ძალადობრივ ხასიათს, აკრძალულია მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება. | WARN
გამონაკლისი: კრიმინალური RP სიტუაცია საჯარო მოხელესთან მიმართებით.

9.6 პოლიგრაფის (Lie Detector-ის) გამოყენება ნებადართულია.
| WARN ნებისმიერი წესის დარღვევისთვის.
  • აუცილებელია სრულად გათამაშდეს ჩართვა და გამორთვა.
  • დაკითხვის დროს თანამშრომლებს შეუძლიათ ორჯერ გადაამოწმონ ინფორმაცია პოლიგრაფზე და ვალდებულნი არიან მიიღონ სრული და მართალი პასუხი.
    შესრულდება /do-ს მეშვეობით დახურული კითხვებით (კი/არა):
მაგალითი:
დამკითხველი: სად იყავი გუშინ საღამოს 10:00 საათზე?
დაკითხვის პირი: სახლში მეუღლესთან ერთად ვუყურებდი სერიალს.
/do @ID (დაკითხვის პირი) იყო გუშინ 22:00-ზე სახლში მეუღლესთან ერთად და უყურებდა სერიალს? (დამკითხველი.)
/do არა. (დაკითხვის პირი.)
დამკითხველი: ჰმ… პოლიგრაფი აჩვენებს, რომ იტყუები. აბა სად იყავი სინამდვილეში?

/do-ში დასმული კითხვები უნდა იყოს მკაფიო, კორექტული და დახურული (მხოლოდ კი/არა პასუხისთვის განკუთვნილი).
აკრძალულია პირდაპირი კითხვები, როგორიცაა:
"ხარ თუ არა კრიმინალური ორგანიზაციის წევრი?", "რა წოდება გაქვს?", "მონაწილეობს თუ არა ფაქცია დანაშაულში?" და სხვა მსგავსი.

გამონაკლისი: გამოძიების პროცესში (PM) მოპოვებული ინფორმაცია/კითხვები, მათ შორის IC დაკითხვაში მოპოვებული.

9.7 დაკითხვა არ უნდა გაგრძელდეს 60 წუთზე მეტხანს.
| Demorgan 35-90 წუთი ყველა სახელმწიფო ფრაქციის მონაწილისთვის.

9.8 აკრძალულია დაკითხვის განზრახ გაჭიანურება.
| WARN
განმარტება: უსარგებლო კითხვები, ისეთები, რომლებიც არ იძლევა RP შედეგს ან გავლენას, დიალოგები, რომლებსაც არ აქვთ შინაარსობრივი დატვირთვა და ა.შ.

წესები სატრანსპორტო საშუალებების საბარგულების ჩხრეკვასთან დაკავშირებით

10.1 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკვის ორდერის გაცემაზე პასუხისმგებელია ფრაქციის ლიდერი.
შენიშვნა: ფრაქციის ლიდერი სრულად არის პასუხისმგებელი ფრაქციის მატრიცის სწორად დაყენებაზე. მასობრივი ამოღებებისა და პუნქტი 1, პუნქტი 18-ის დარღვევის შემთხვევაში, ლიდერს დაეკისრება სიტყვიერი შენიშვნა / მკაცრი შენიშვნა / გადაყენება.

10.2 ორდერი შეიძლება გაიცეს შემდეგი
საფუძვლებით: მასობრივი არეულობები, უკანონო იარაღის ბრუნვის ზრდა, საომარი მდგომარეობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, პროკურორის გადაწყვეტილება, რეიდი და სხვა.

10.3 ორდერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც მითითებულია საქმის მასალებში / ჩანაწერებში / სარჩელში / დარღვევაში.

მინიშნება: ტრანპოსრტი უნდა იყოს იდენტიფიცირებული მისი სანომრე ნიშნით

10.4 რეგულარული პატრულირებისას, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ მაშინ, როცა ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას.
გამონაკლისები:

10.5 ბიზნესზე / ბანკზე თავდასხმის, ფორტ ზანკუდოზე შეტევის შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ უფლება შეამოწმონ ყველა მიმდებარე სატრანსპორტო საშუალება.

10.6 ორდერის გამოყენებისას აუცილებელია ვიდეომტკიცებულების ქონა და მისი შენახვა 72 საათის განმავლობაში, ადმინისტრაციისთვის წარდგენის მიზნით.
 
Last edited:
Status
Not open for further replies.
Top