1.1 სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.
1.2 დანაშაული განიმარტება, როგორც საზოგადოებისათვის საშიში ქმედება (უკანონო, მიზანმიმართული, ნებაყოფლობით, ქმედებით ან უმოქმედობით, რომელმაც დაარღვია ან შექმნა სისხლის სამართლის კანონით დაცული საზოგადოებასთან ურთიერთობის დარღვევის რეალური საფრთხე), რომელიც ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
1.3 დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, მართალია ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
1.4 დანაშაულების ერთობლიობა არის ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენა. პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს თითოეულ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა ამ კოდექსის კერძო ნაწილში არსებული მუხლის ან ნაწილის შესაბამისად.
1.5 დანაშაულის ჩადენის მცდელობა არის პირის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც უშუალოდ მიზნად ისახავს დანაშაულის ჩადენას, თუმცა დანაშაული არ დასრულებულა ამ პირის კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების ან სხვა გარემოებების გამო.
1.6 განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
1.6.1 ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირმა იცოდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობის შესახებ, იცოდა რა შედეგიც დადგებოდა და სურდა ამ შედეგის დადგომა.
1.6.2 ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირმა იცოდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობის შესახებ, იცოდა რა შედეგიც დადგებოდა, მაგრამ არ სურდა შედეგის დადგომა.
კარი მეორე - ერთობლივი დანაშაული
2.1 თანამონაწილეობა დანაშაულში არის ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივი მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში.
2.1.1 თანამონაწილედ ითვლება ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე.
2.3 დანაშაულში თანაამსრულებლებისა და თანამონაწილეების ქმედება, თუ რაიმე ბრალის გამომრიცხველი გარემოება არ არსებობს, ყველა არის ბრალეული.
2.3.1 ჯგუფურ დანაშაულში, მიუხედავად იმისა რომ დამნაშავეთა ჯგუფი ერთი მიზნისთვის მოქმედებდა, ყველა მონაწილეზე მოქმედებს ინდივიდუალური ბრალის პრინციპი და ყველას ინდივიდუალური სასჯელი მიესჯება.
კარი მესამე - არაბრალეული და არამართლსაწინააღმდეგო ქმედებები
3.1 პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის, თუ მისი უმეცრების ან სხვა პიროვნული ნაკლის გამო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალებით არ შეიძლებოდა მიღწეულიყო შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
3.2 პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.
3.2.1 ნებაყოფლობით ხელის აღებაის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ გამორიცხება ბრალეულობა, თუ სავალალო შედეგი თავიდან იქნება აცილებული.
3.3 მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
3.4 ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
3.5 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.
კარი მეოთხე - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
4.1 განზრახი მკვლელობა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.2 მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით - 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.
4.2.1 დამამზიმებელი გარემოებებია:
ა)დანაშაულის ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ)სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
გ)დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
დ)დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა;
ე)რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
ვ)ჯგუფურად;
ზ)ოჯახის წევრის მიმართ;
თ)ორი ან ორზე მეტი პირისა;
ი)განსაკუთრებული სისასტიკით;
კ)ანგარებით ან შეკვეთით;
ლ)მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
4.3 მკვლელობა დაუდევრობით - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.4 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
4.5 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება დაუდევრობით - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.6 ადამიანის გატაცება - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.7 სხეულის მსუბუქი დაზიანება - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.8 სხეულის საშუალო დაზიანება - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.9 სხეულის მძიმე დაზიანება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.10 სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.11 სამოქალაქო პირის მძევლად აყვანა - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კარი მეხუთე - ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
5.1 ცილისწამება, განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, სხვისი პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.2 [ფედერალური] ცილისწამება მასმედიის გამოყენებით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.3 ცილისწამება დანაშაულის ჩადენის შესახებ - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.4 მედიის წარმომადგენელის მხრიდან პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.5 [ფედერალური] მასმედიის საშუალებით ცილისწამება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.6 ცილისწამება დანაშაულის ჩადენის შესახებ - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.7 გაუპატიურება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.8 გაუპატიურება რომელმაც გამოიწვია მძიმე ზიანი ან სიკვდილი - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.9 ფედერალური ! ცნობების უკანონოდ მოპოვება და გავრცელება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.10 ადამიანის ან ადამიანთა დაჯგუფების წინააღმდეგ, მათი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნების ან ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ზიანის მიყენება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კარი მეექვსე - ქონებრივი დანაშაული
6.1 საცხოვრებელში უკანონო შეღწევა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.2 ქურდობა 1000$ ამდე - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.3 ქურდობა 10000$ - ამდე - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.4 თაღლითობა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.5 ძარცვა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.6 ყაჩაღობა - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.7 ხულიგნობა - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.8 ტრანსპორტის გატაცება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.9 სხვისი ქონების დაზიანება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.10 სახელმწიფო ქონების დაზიანება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.10.1 იმის გამო რომ დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ამ მუხლზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
6.10.2 თუ სახ.ქონება ლეტალურად იქნა დაზიანებული სასამართლოს გარეშე შეიძლება დამრღვევის დაკავება.
6.11 აზარტული თამაშები ხალხის თავშეყრის ადგილებზე - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.12 ქრთამის მიცემა - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კარი მეშვიდე - სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული [ფედერალური]
7.1 ტერორიზმი, აფეთქება, ხანძარი, სხვა სახიფათო აქტები საზოგადოების წინააღმდეგ რომელიც ქმნის სიცოცხლის მოსპობის რისკს, წარმოსაჩენი ქონების დაზიანებას
ან იწვევს სხვა სერიოზულ შედეგებს, ხელისუფლების ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის დესტაბილიზაციის მიზნით ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის
მოხდენის მიზნით, აგრეთვე საფრთხის შექმნა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.2 ტერორიზმში პიროვნების ჩართვა ან სხვაგვარად მონაწილეობა, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსება. - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.3 სახელმწიფო მოხელის მძევლად აყვანა - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
7.4 მასობრივი არეულობის მოწყობა (ორგანიზება) - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
7.5 სახელმწიფოს დაცულ ობიექტზე უკანონოდ შეღწევა - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
7.6 საარჩევნო უფლებების აღსრულებაში ხელის შეშლა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
7.7 იმ ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.8 შეკრების, მიტინგების, მსვლელობის ან პიკეტის ორგანიზება ან ჩატარება დადგენილი პროცედურის დარღვევით. – 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
7.9 სახელმწიფო წესრიგის მოშლისათვის მატერიალური,ფიზიკური ან ნებისმიერი სახის დახმარება - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კარი მერვე - კონტრაბანდა
8.1 იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
8.2 იარაღის და საბრძოლო მასალების გატაცება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
8.3 1-10გრ ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
8.4 10-გრ მეტი ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
8.5 ფერადი ბრონის ჟილეტის შეძენა, გამოყენება, გაყიდვა, შენახვა – 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კარი მეცხრე - დანაშაული სახელმწიფო მოხელეების მიერ [ფედერალური]
9.1 უფლებამოსილების გადაჭარბება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.
9.2 უფლებამოსილების თვითნებურად მინიჭება - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.
9.3 ქრთამის აღება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.
9.4 დაუდევრობა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.
9.5 დაურეგისტრირებელი ლიცენზიის და/ან მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის ფარულად გადაცემა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.
9.6 კანონით ან სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის დარღვევა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.
9.7 სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი ქურდობა, ბრალდებულისგან ჩამორთმეული ნივთების, რომლებიც ნივთმტკიცებას წარმოადგენენ – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9.7.1 ნივთმტკიცებების დალუქვა/განადგურება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათში.
9.8 სამართალდამცავის მიერ ნივთ მტკიცებულებების გაყალბება - 8 წელი
9.9 ნიღბის ტარება სახელმწიფო მოხელის მიერ (გარდა FIB, SWAT, DB, USSS, USMS, DELTA) - 8 წელი
9.10 სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლის მიერ ფორმის გარეშე იარაღის ტარება - 8 წელი
9.10.1 CID, Detective აქვთ უფლება ფორმის გარეშე ატარონ მხოლოდ 5.42mm კალიბრის ტყვიების პისტოლეტის ტიპის იარაღი.
9.10.2 ფორმის გარეშე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება (გარდა , CID , Detective) - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კარი მეათე - დანაშაული სახელმწიფოს წესრიგის წინააღმდეგ
10.1 კანონის წარმომადგენელზე თავდასხმა - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.2 კანონის წარმომადგენლის შეურაცხყოფა - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.3 კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა - 4 წელი
10.3.1 კანონიერ მოთხოვნად ითვლება მხოლოდ შტატის კოდექსით გათვალიწინებული მოთხოვნები.
10.3.2 მოთხოვნა კანონიერი არის მას შემდეგ როდესაც სამართალდამცავი გააცნობს თავს მოქალაქეს(ბეიჯი/ჟეტონი/წოდება,სახელი-გვარი
10.4 სამართალდამცავის განზრახ სიცრუეში შეყვანა - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
10.5 ჯარიმის გადახდაზე უარი - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.6 სამართალდამცავისათვის წინააღმდეგობის გაწევა - 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.7 სამართალდამცავის კანონიერ საქმიანობაში ხელშეშლა - 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.8 სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10.9 ხელისუფლების წარმომადგენლის საჯარო შეურაცხყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან მისი შესრულებიდან გამომდინარე. - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10.10 [ფედერალური] დაურეგისტრირებელი ლიცენზიის და (ან) მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო მოხელის მოტყუება - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10.11 [ფედერალური] სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა რომელიც ჩადენილია მისი სახელმწიფო ან სხვა პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის ან ამგვარი საქმიანობის გამო შურისძიებისათვის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10.12 [ფედერალური] მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალაუფლების ძალადობრივ ჩამორთმევას ან ძალაუფლების იძულებით შენარჩუნებას, აგრეთვე შეიარაღებულ აჯანყებას, შტატის კონსტიტუციის დარღვევით, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა შტატის კონსტიტუციური სისტემის იძულებით შეცვლას. - 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ან სასამართლოს გადაწყვეტილებით - სამუდამო პატიმრობა.
10.13 დემონსტრაციის მსვლელობის დროს, სამართალდამცავების მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.14 თავშეყრის შეკრების ადგილზე ტანსაცმლის არ ჩამულობა {ნუდიზმი}- 3 წლის თავისუფლების აღკვეთა.
10.15 დანაშაულის დაფარვა ნებისმიერი სახით - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.16 ნიღბის ტარება - ჯარიმა 15.000$
კარი მეთერთმეტე - დანაშაულები სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ:
11.1 (სამხედრო) დაქვემდებარებულის მიერ ზემდგომის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობა, დადგენილი წესით, რამაც გამოიწვია სამსახურის ინტერესების მნიშვნელოვანი ზიანი - თავისუფლების აღკვეთა 4,5 წლამდე.
11.2 (სამხედრო) დანაყოფის ან სამსახურის ადგილის უნებართვო მიტოვება, აგრეთვე სამსახურში დროულად გამოუცხადებლობა დანაყოფიდან გათავისუფლებისთანავე - 4,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
11.3 (სამხედრო) დეზერტირება, ანუ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით დანაყოფის ან სამსახურის ადგილის უნებართვო მიტოვება, აგრეთვე იმავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა - 4,5 თვემდე თავისუფლების აღკვეთა.
11.4 (სამხედრო) საბრძოლო მოვალეობის (საბრძოლო სამსახურის) წესების დარღვევა დაცულ ობიექტზე მოულოდნელი თავდასხმის დროულად აღმოჩენისა და მოგერიების ან მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - თავისუფლების აღკვეთა 4,5 წლამდე.
11.5 (სამხედრო) იარაღის, საბრძოლო მასალის ან სამხედრო ტექნიკის განზრახ განადგურება ან დაზიანება - 4,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
11.6 (სამხედრო) იარაღის, საბრძოლო მასალის ან სამხედრო ტექნიკის ნივთების გაუფრთხილებლობით განადგურება ან დაზიანება, რასაც მოჰყვება მძიმე შედეგები - 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
11.7 (სამხედრო) საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო სატრანსპორტო საშუალების მართვის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანი - 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
11.8 (სამხედრო) ფრენის წესების ან მათთვის მომზადების ან სამხედრო თვითმფრინავის ექსპლუატაციის სხვა წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგების დაუდევრობა - 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შენიშვნა: სან ანდრეასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 11.1, 11.2, 11.3, 11.4, 11.5, 11.6, 11.7, 11.8 მუხლების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სამხედრო პირადობის მოწმობის ჩამორთმევა.
5 წთ OOC => 6 თვე IC-ში
10 წთ OOC => 1 წელი IC-ში
15 წუთი OOC => 1,5 წელი => 1 ვარსკვლავი
30 წუთი OOC => 3 წელი => 2 ვარსკვლავი
45 წუთი OOC => 4,5 წელი => 3 ვარსკვლავი
60 წუთი OOC => 6 წელი => 4 ვარსკვლავი
75 წუთი OOC => 7,5 წელი => 5 ვარსკვლავი
90 წუთი OOC => 9 წელი => 6 ვარსკვლავი
გუბერნატორის ხელმოწერა - L.Castellanos