შტატის კანონები სან ანდრეასის შტატის იმუნიტეტის შესახებ კანონი

L U C A S

New member
Feb 24, 2025
15
4
3
მუხლი 1. იმუნიტეტის მქონე პირები


ამ კანონის თანახმად, იმუნიტეტი ენიჭებათ შემდეგ თანამდებობის პირებს:



  • გუბერნატორი
  • ვიცე-გუბერნატორი
  • მერი
  • გენერალური პროკურორი
  • მინისტრები
  • სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები

მუხლი 2. იმუნიტეტის მინიჭება და მოხსნა


2.1. იმუნიტეტი ენიჭებათ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირებს, ხოლო მისი მოხსნა შესაძლებელია გუბერნატორის, გენერალური პროკურორის ან იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით


.
2.2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გუბერნატორს, გენერალურ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს აქვთ უფლება, დროებით შეუჩერონ იმუნიტეტი ნებისმიერ იმუნიტეტის მქონე პირს, მათ შორის:



  • სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელები
  • მინისტრები
  • გენერალური პროკურორი




მუხლი 3. იმუნიტეტის სამართლებრივი დაცვა


3.1. იმუნიტეტის მქონე პირი გათავისუფლებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, გარდა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმებისა


.
3.2. იმუნიტეტის მქონე პირი ვერ დაექვემდებარება საგზაო კოდექსის ან სხვა მარეგულირებელი აქტების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას, თუ იგი იმყოფებოდა სამსახურებრივ მოვალეობაში.





მუხლი 4. უსაფრთხოების ზომები


4.1. იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოფიციალური ესკორტი არ ექვემდებარება საგზაო შემოწმებას, ჩხრეკას ან დაკავებას.



4.2. სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნიტეტის მქონე პირის უსაფრთხოებას, ასევე სარგებლობენ იმავე დაცვით, სანამ ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.





მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა


5.1. იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება დაიწყოს, თუ მისი იმუნიტეტი არ იქნება მოხსნილი.



5.2. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლება, დროებით დააკავონ იმუნიტეტის მქონე პირი და გადაიყვანონ სახელმწიფო შენობაში, რის შემდეგაც საკითხი განიხილება გუბერნატორის, გენერალური პროკურორის ან უზენაესი სასამართლოს მიერ.




მუხლი 6. გამოძიების წესი


6.1. იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ გამოძიება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ გენერალური პროკურორის, იუსტიციის მინისტრის ან გუბერნატორის წერილობითი თანხმობით.


6.2. სასამართლო ვალდებულია, იმუნიტეტის მქონე პირის წინააღმდეგ დაწყებული საქმე განიხილოს პრიორიტეტულად და შესაბამისი მასალები გადაეცეს შესაბამის ორგანოებს.


მუხლი 7. იმუნიტეტის შეჩერება და პასუხისმგებლობა





7.1. იმ შემთხვევაში, თუ იმუნიტეტის მქონე პირი ჩაიდენს დანაშაულს, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სერიოზულ ზიანს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება გენერალური პროკურორის, იუსტიციის მინისტრის ან გუბერნატორის მიერ.


7.2. იმუნიტეტის მქონე პირი შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისგან, თუ საქმე განიხილება როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა.


7.3. იმუნიტეტის სტატუსის მქონე პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებითი შეჩერება შეიძლება განხორციელდეს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა.


მუხლი 8. იმუნიტეტის დადასტურება


8.1. სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ მოითხოვონ იმუნიტეტის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8.2. სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები ვალდებულნი არიან იმოქმედონ იმუნიტეტის წესების შესაბამისად, რათა არ დაირღვეს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.


სან ანდრეასის შტატის გუბერნატორის ხელმოწერა ✍️ - L.Castellanos

 
Last edited:
Top