შტატის კანონები სან ანდრეასის კანონი დეპარტამენტების რაციის გამოყენების შესახებ

Status
Not open for further replies.

L U C A S

New member
Feb 24, 2025
15
4
3

a gov.png

სან ანდრეასის კანონი დეპარტამენტების რაციის გამოყენების შესახებ

მუხლი 1 - ზოგადი დებულებები

1.1. სან ანდრეასის სახელმწიფო დეპარტამენტების რაციის გამოყენება შეზღუდულია და შეუძლია მხოლოდ შემდეგ პირებს:

  • EMS – სასწრაფო დახმარების თანამშრომლები (პარამედიკოსები, ექიმები, ხელმძღვანელები).
  • SANG – სან ანდრეასის ეროვნული გვარდიის წევრები (ჯარისკაცები, ოფიცრები, გენერალიტეტი).
  • GOV – გუბერნატორი და მთავრობის წარმომადგენლები.
  • JUS – იუსტიციის სამინისტრო (იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, მოადგილე, პროკურორი, ადვოკატი).
  • LSPD – პოლიციის დეპარტამენტის ყველა სერთიფიცირებული თანამშრომელი.
  • FIB – ფედერალური ბიუროს აგენტები, სპეცაგენტები და ხელმძღვანელები.
  • WN – ოფიციალურად რეგისტრირებული მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სამთავრობო და სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაციისთვის.
1.2. რაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის და აკრძალულია პირადი კომუნიკაციისთვის.

1.3. დეპარტამენტებს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს მკაფიო, ლაკონური და ფორმალური.

1.4. რაციის გამოყენებისას ნებისმიერი სახის არასწორი, ცრუ ან დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება იკრძალება.

1.5. ყველა კომუნიკაცია ინახება FIB-ის სერვერებზე და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ამოღება გამოძიებისთვის ან სამართლებრივი დავისთვის


მუხლი 2 - დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციის ფორმატი

[გამგზავნი დეპარტამენტი] TO [მიმღები დეპარტამენტი] | [შეტყობინება]

TO ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას -


მაგალითები:

  • GOV TO LSPD | გუბერნატორი მოდის თქვენთან დეპარტამენტში
  • FIB TO SANG | გვჭირდება სამხედრო მხარდაჭერა მაღალი რისკის ოპერაციაზე
  • EMS TO LSPD | ჩვენი ექიმები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ დაკავებულთან კონტაქტისას
  • LSPD TO JUS | საჭიროა პროკურორის დასწრება დაკითხვაზე
  • WN TO GOV | გვსურს ოფიციალური კომენტარი მიმდინარე საკითხზე
  • JUS-FIB | საუბრობს გენ პროკურორი გამოცადდით გუბერნიაში.


მუხლი 3 - დასკვნითი დებულება

3.1 - ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

3.2 - სხვა კანონები და დადგენილებები აუცილებელიამოვიდნენ თანხვედრაში ამ კანონთან.
 
Last edited:
Status
Not open for further replies.
Top