სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი:
თავი I - ზოგადი დებულებები:
მუხლი 1 - სამართლის მიზანი:
1.1 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ლოს სანტოსის სამართლებრივი პროცესების წესრიგს, სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და მოქალაქეთა უფლებებს.
1.2 ლოს სანტოსში მცხოვრებმა უკლებლივ ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას სამართლიანი პროცესის პრინციპები და მოიქცეს კონსტიტუციის წესების შესაბამისად.
1.3 ეს კოდექსი ეფუძნება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის პრინციპებს.
მუხლი 2 - პრინციპები:
2.1 უდანაშაულობის პრეზუმფცია – პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება.
2.2 სამართლიანი პროცესი – ყველას აქვს უფლება, მიიღოს სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება და სასამართლო პროცესი.
2.3 კანონის უზენაესობა – ყველა მოთამაშე ექვემდებარება ლოს სანტოსის კონსტიტუციას და სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2.4 ჰუმანურობა – ყველა პირის მიმართ უნდა იქნას დაცული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
საპროცესო მოქმედებები - საპროცესო მოქმედებები არის პროცედურები და ნაბიჯები, რომელიც ხდება სამართლებრივ პროცესში სასამართლოში ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტის მიზნით. ეს მოქმედებები ითვალისწინებს გამოძიებას, სასამართლო განხილვას, მტკიცებულებების აღებას, გადაწყვეტილების მიღებას და სხვა სამართლებრივ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქმის სწორი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებას.
ეჭვმიტანილი - „ეჭვმიტანილი“ არის ადამიანი, რომელზეც სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ რაიმე დანაშაულში მონაწილეობის შესახებ. ეს ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დამნაშავე, მაგრამ პოლიცია ან სხვა შესაბამისი ორგანოები მათ აკვირდებიან და შესაძლოა გამოძიების შედეგად დადგინდეს, იყო თუ არა იგი დანაშაულში მონაწილე ინდივიდი.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა - არის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ისეთი ღონისძიებები და მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენას, აღკვეთასა და პრევენციას, ასევე კრიმინალური ან სხვა სახის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და გაანალიზებას.
ამ საქმიანობის განხორციელება უმთავრესად მოიცავს:
-კონტროლისა და მეთვალყურეობის განხორციელებას (მათ შორის, პირადი, საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების და ა.შ. თვალთვალი).
-ინფორმაციის შეგროვებას (მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კავშირების შესახებ).
-პერსონალური და ტექნიკური მეთოდების გამოყენებას (მათ შორის, სატელეფონო საუბრის, ინტერნეტით კომუნიკაციის და სხვა სახის დაკვირვების გამოყენება).
-პირადი და ჯგუფური ინტერვიუს ჩატარებას (ეჭვმიტანილებთან, მოწმეებთან, სავარაუდო სამიზნე ჯგუფებთან).
-ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზანია არამხოლოდ უკვე ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, არამედ მათი პრევენცია და კანონიერების შენარჩუნება.
გამოძიება - „გამოძიება“ არის პროცესი, რომლის დროსაც შესაბამისი ორგანოები (პოლიცია, პროკურატურა ან სხვა სამართლებრივი უწყებები) შეისწავლიან დანაშაულის შესაძლო ფაქტებს, მასალებს და პირებს, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა დანაშაული, თუ როგორ მოხდა და ვინ არის პასუხისმგებელი.
პატიმრობა - პატიმრობა არის პირის თავისუფლების აღკვეთა სამართლებრივი პროცესის შედეგად, როცა პირი იმყოფება სპეციალურ დაწესებულებაში (პატიმრობაში), რათა მოიხადოს სასჯელი ან ელოდოს სასამართლო პროცესს. პატიმრობა შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი, ხოლო მიზეზი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სამართალდარღვევა.
დაპატიმრება - „დაპატიმრება“ არის სამართლებრივი პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო უფლებამოსილ პირს (LSPD, FIB, პროკურორი ან სასამართლო) უფლებას აძლევს, მოქალაქეს დროებით წაართვას თავისუფლება და შეზღუდოს მისი გადაადგილება გარკვეულ პირობებში. ეს ხდება მაშინ, როდესაც არსებობს გამამყარებელი საფუძვლები, რომ პირი შესაძლოა იყოს დანაშაულთან კავშირში, და არსებობს რისკი მან დააზიანოს სხვა მოქალაქე ან გააქროს დანაშაულის ადგილიდან მტკიცებულებები.
დაპატიმრება, როგორც წესი, უნდა იყოს კანონის ფარგლებში და ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, რა ბრალდება აქვს წაყენებული და ჰქონდეს წვდომა ადვოკატთან.
გამოძიების მიზანი არის:
-დამნაშავეთა გამოვლენა (ინფორმაციის დადგენა, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.)
-მტკიცებულებების შეგროვება - (მოწმე , დოკუმენტები, ფიზიკური მტკიცებულებები და სხვა.)
- მოწმეების დაკითხვა - კითხვები მიმართულია როგორც დაზარალებულების, ისე მოწმეების და სავარაუდო დამნაშავეთა მიმართ.
-საბუთების და ფაქტების ანალიზი - რათა დადგინდეს დანაშაულის ჩადენის გარემოებები.
-გამოძიების დასრულების შემდეგ, კრიმინალური საქმე შეიძლება გადაეცეს სასამართლო, სადაც დადგენილი მტკიცებულებები გამოიყენება კონკრეტული პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისგებაში მისაცემად.
გამოძიება ხდება გარკვეული კანონების ფარგლებში, რომ დაზღვეული იყოს პირის უფლებები, ხოლო თითოეული მხარე (გამოძახებული პირი, ბრალდებული, მოწმე) სწორად და კანონიერად იქნას მოპყრობილი.
თავი II - დაკავება:
მუხლი I - სამართალდამცავი მუშაკის ვალდებულება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით:
1. გაცხადებული დანაშაულის ან სამართალდარღვევის შემთხვევაში – თუ პირს აქვს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ და მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
2. თვითმხილველის ჩვენების საფუძველზე – თუ სამართალდამცავი მუშაკი თვითონ გახდა დანაშაულის თვითმხილველი ან მიიღო შესაბამისი ჩვენება.
3. მესამე პირის შეტყობინების საფუძველზე – თუ მოქალაქე, სახელმწიფო უწყება, ან სხვა ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ.
4. მედია და საჯარო წყაროები – თუ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი ხდება დანაშაულის ფაქტი მედიის, სოციალური ქსელების ან სხვა საჯარო წყაროების მეშვეობით.
5. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად – თუ სამართალდამცავი ორგანოებმა დანაშაულის შესაძლო ფაქტი აღმოაჩინეს ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში.
6. განცხადება დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის მიერ – თუ პირმა, რომელიც დაზარალდა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეიტანა განცხადება.
7. მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია – თუ მოწმე, რომელიც ფლობს დანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
მუხლის II - სამართალდამცავი პირის მიერ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპები:
1. ობიექტურობის პრინციპი – გამოძიება უნდა წარიმართოს მიუკერძოებლად, ყოველგვარი სუბიექტური მოსაზრებების გარეშე.
2. კანონიერების პრინციპი – ყველა საგამოძიებო მოქმედება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის სრული დაცვით.
3. სრულყოფილებისა და საფუძვლიანობის პრინციპი – გამოძიება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან მტკიცებულებას, მხარეების პოზიციებსა და შესაძლო გარემოებებს.
4. სისწრაფისა და ეფექტურობის პრინციპი – გამოძიება უნდა ჩატარდეს ოპერატიულად, მტკიცებულებების განადგურების ან დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
5. დაუსჯელობის პრინციპი – არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი, თუ მის მიმართ არსებობს დამნაშავეობის დასტური, და პირიქით, არავინ უნდა დაისაჯოს უკანონოდ.
6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი – გამოძიებისას უნდა დაცული იყოს პიროვნების კონფიდენციალურობა და პირადი მონაცემები.
7. სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის პრინციპი – ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს კანონიერი საშუალება საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
მუხლი III - თანამშრომელს ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია ან არ აქვს უფლება გააგრძელოს გამოძიება, უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები:
1. ზედამხედველის ინფორმირება – თანამშრომელმა უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს ან შესაბამის ორგანოს თავისი უუნარობის ან შეზღუდვის შესახებ.
2. დოკუმენტირება – საჭიროების შემთხვევაში, უნდა მომზადდეს ოფიციალური ანგარიში ან განცხადება, სადაც აღწერილი იქნება მიზეზები, რის გამოც თანამშრომელი ვერ აგრძელებს გამოძიებას.
3. ალტერნატიული თანამშრომლის დანიშვნა – გამოძიების გასაგრძელებლად შეიძლება დაევალოს სხვა უფლებამოსილ პირს ან ჯგუფს.
4. ეთიკისა და კანონის დაცვა – თუ თანამშრომელი კონფლიქტშია ინტერესებთან ან რაიმე სხვა სამართლებრივი ან ეთიკური შეზღუდვა არსებობს, აუცილებელია საკითხის განხილვა შესაბამისი ზედამხედველი ორგანოს ან იურიდიული დეპარტამენტის მიერ.
5. გამოძიების უწყვეტობა – აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების გაგრძელება შეუფერხებლად, რათა არ დაირღვეს სამართლებრივი პროცედურები და არ შეფერხდეს სამართლიანობის მიღწევა.
მუხლი IV - საგამოძიებო მოქმედებები:
1. დაკითხვა – მოწმეთა, დაზარალებულთა და ეჭვმიტანილთა გამოკითხვა.
2. განჩინებების აღსრულება – სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების შესრულება, მაგალითად, ჩხრეკის ან დაპატიმრების ორდერი.
3. ჩხრეკა და ამოღება – უძრავი ან მოძრავი ნივთების, დოკუმენტების ან სხვა მტკიცებულებების აღმოჩენა და ამოღება.
4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები – ფარული თვალთვალი, სატელეფონო მოსმენები, აგენტურული საქმიანობა და სხვა.
5. ექსპერტიზა – სამედიცინო, ბალისტიკური, გრაფოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზების ჩატარება.
6. კრიმინალური ექსპერიმენტი – დანაშაულის გარემოებების ხელახალი გადამოწმება რეალურ პირობებში.
7. ამოცნობა – ეჭვმიტანილის, ნივთის ან ადგილის ამოცნობა მოწმეთა ან დაზარალებულთა მიერ.
8. ვიდეო და აუდიო მასალების ანალიზი – კამერების ჩანაწერების, სატელეფონო საუბრების და სხვა ციფრული მტკიცებულებების შესწავლა.
9. დაკავება და დაპატიმრება – ეჭვმიტანილის დაკავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
მუხლი V - წინასწარი გამოძიების ამოცანები:
1. დანაშაულის ფაქტის დადგენა – არის თუ არა ადგილი დანაშაულს და რომელ სამართლებრივ ნორმებს არღვევს.
2. მტკიცებულებების შეგროვება და შეფასება – მტკიცებულებების მოპოვება, დოკუმენტირება და მათი სანდოობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
3. ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება – პოტენციური დამნაშავე პირების დადგენა და მათი მოქმედებების შეფასება.
4. მოთხოვნილი პროცესუალური ქმედებების განხორციელება – დაკავება, ჩხრეკა, გამოკითხვა და სხვა სამართლებრივი ღონისძიებები.
5. მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია – დამატებითი დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
6. საქმის გადაცემა პროკურატურაში – გამოძიების დასრულების შემდეგ საქმის შესაბამისი სამართლებრივი სტრუქტურისთვის გადაცემა.
მუხლი VI - ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების საფუძვლები:
1. ოპერატიული ინფორმაციის წყაროებიდან მიღებული ცნობები
2. სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ ან ოპერატიულ-სამძებრო საქმის წარმოებაში არსებული მონაცემები
3. სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს დავალება და გადაწყვეტილება
4. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საჭიროება
5. წარმოების პროცესში მყოფი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის არსებობა.
მუხლი VII- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა:
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ეფუძნება ლოს სანტოსის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპებს, კანონმდებლობას, სპეციალურ ოპერატიულ და სამძებრო ღონისძიებებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ დამუშავებულ ოპერატიულ ინფორმაციას.
ეს საქმიანობა ხორციელდება ლოს სანტოსის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით, რომელიც განსაზღვრავს მისი ჩატარების წესებს, მეთოდებს, პრინციპებს და კონტროლის მექანიზმებს.
მუხლი VIII - ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების განხორციელებისას ტარდება სხვადასხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებია:
1. დაკვირვება და თვალთვალი – ობიექტის, პირის ან კონკრეტული ტერიტორიის ფარულად მეთვალყურეობა.
2. ოპერატიული ინტერვიუები – ინფორმაციის მიღება მოწმეების, დაზარალებულების ან სხვა ინფორმირებული პირებისგან.
3. აგენტურული ოპერაციები – ინფორმაციის მოპოვება საიდუმლო წყაროების მეშვეობით.
4. სატყუარას გამოყენება – დანაშაულის პრევენციის ან გამოვლენის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება.
5. ჩხრეკა და ამოღება – სასამართლოს ნებართვით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისა და ნივთების შემოწმება.
6. კრიმინალისტიკური ანალიზი – სამეცნიერო და ტექნიკური მეთოდებით სამხილების მოპოვება და დამუშავება.
მუხლი IX - ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ქვედანაყოფების თანამშრომელთა მოთხოვნები, მათი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში, სავალდებულოა მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის:
მუხლი X - ეჭვმიტანილთან დაკავშირებით ნათესავები, ნაცნობები, კოლეგები და სხვა დაინტერესებული პირები არ შეიძლება იყვნენ მოწმეები:
მუხლი XI - ძალის გამოყენების სტადიები:
1. ვერბალური გაფრთხილება – სამართალდამცავები ან თავდაცვის ძალები თავდაპირველად აძლევენ სიტყვიერ გაფრთხილებას, რათა პირი დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.
2. ფიზიკური კონტაქტი (უმნიშვნელო ძალა) – საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელით შეჩერება ან მოძრაობის შეზღუდვა.
3. არალეტალური იარაღის გამოყენება – მაგალითად, ხელბორკილების დადება, ელექტროშოკის გამოყენება (Taser)
4. მიზანმიმართული ფიზიკური ძალა – უფრო ინტენსიური ფიზიკური ჩარევა, მათ შორის წაქცევა, გაკავება ან ხელის მოთრევა.
5. სასიკვდილო ძალა – მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის გარდაუვალი საფრთხე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სასიკვდილო იარაღი.
შენიშვნა: მოქალაქე თუ იყენებს თქვენს წინააღმდეგ ცეცხლ სასროლ იარაღს ან ცივ იარაღს შეგიძლიათ იმოქმედოთ მე-3 და მე-5 პუნქტის მიხედვით
თავი II - დაკავება:
მუხლი I- პირი რომელიც განზრახ მალავს თავის ვინაობას კანონიერი საფუძვლის გარეშე, შესაძლოა დაკავდეს და გადაყვანილი იქნეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში მისი ვინაობის დადგენამდე.
მუხლი II - ეჭვიმატინილის დაკავება უნდა განხორციელდეს ქვემოთ აღნიშნული პრინციპის მიხედვით:
1. შეეზღუდოს ეჭვიმატინლს თავისუფლების უფლება (დაედოს ხელბორკილი)
2. სამართალდამცავა უნდა წარუდგინოს მისი ვინაობა (ჟეტონი , ბეიჯი, საიდენტიფიკაციო ნომერი ან დამადასტურებელი დოკუმენტი)
3. განემარტოს დაკავებულს დაკავების მიზეზი ან საფუძველი (თუ რატომ მოხდა მისი დაკავება)
4. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს დაკავებულს ზედაპირული ჩხრეკა.
მუხლი III - დაკავების შემდგომი ნაბიჯები:
1. გააცანით დაკავებულ პიროვნებას მისი უფლებები (მირანდა)
შენიშვნა: თუ დაკავება ხორციელდება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში მირანდას წაკითხვა უნდა მოხდეს სიტუაციის დასტაბილურების შემდგომ.
2. დაკავების შემდგომ დაკავებულს თუ სურს ადვოკატის აყვანა იგი სამართალდამცველმა ორგანოს წარმომადგენელმა (LSPD, FIB) უნდა მოითხოვოს დეპარტამენტის რაციაში
3. დაკავებული გადაყვანილი უნდა იქნას უახლოეს LSPD, FIB შენობაში.
4. დაკავებულს უნდა მიეცეს საშუალება ზარის განხორციელების რაც უნდა შეადგენდეს 1 წუთს. სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენელმა მკაცრად უნდა აკონტროლოს ზარის ხანგრძლივობა.
5. უნდა განახორციელოს დაკავებულის ზედაპირული ჩხრეკა თუ იგი აქამდე არ იქნა გამოყენებული.
მირანდას წესი: "თქვენ დაკავებული ხართ (დაკავების მიზეზი), თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. თქვენს მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა, შეიძლება გამოყენებული იქნეს თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში. თქვენ გაქვთ სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება რომელიც შეადგენს 1 წუთს. თქვენ ასევე გაქვთ უფლება აიყვანოთ ადვოკატი. თუ არ გაქვთ საშუალება ადვოკატის აყვანის სახელმწიფო გამოგიყოფთ მას. გესმით თქვენი უფლებები?"
შენიშვნა: თუ პიროვნებამ პასუხი არ დაგიბრუნათ ან პასუხი უარყოფითია აუცილებელია იგი გაიმეოროთ მეორედ(აუცილებელია გამოთქმით)
მუხლი IV:
თუ ARMY/FIB აკავებს პიროვნებას რომლის დანაშაული გაწერილი მუხლის მიხედვით შეესაბამება ადმინისტრაციულ დანაშაულ მათ დამნაშავე უნდა გადასცენ LSPD ოფიცერს.
მუხლი V - სამართალდამცველი ვალდებულია შეაჩეროს დაკავების პროცესი:
1. როდესაც გამოიკვეთება დაკავების საფუძვლების არარსებობა – თუ გაირკვა, რომ პირის დაკავება შეცდომით მოხდა ან არ არსებობს კანონით განსაზღვრული საფუძველი მისი დაკავებისთვის.
2. როდესაც იწურება დაკავების კანონით განსაზღვრული ვადა – პირი არ შეიძლება უსაფუძვლოდ დარჩეს დაკავებული კანონით დადგენილი დროის გასვლის შემდეგ.
3. როდესაც არსებობს სასამართლოს ან პროკურორის შესაბამისი განკარგულება – თუ სასამართლომ ან პროკურორმა გასცა გათავისუფლების განკარგულება, სამართალდამცველი ვალდებულია შეწყვიტოს დაკავების პროცესი.
4. როდესაც ადგილი აქვს შეცვლილი ან გაუქმებული ბრალდებას – თუ გამოძიების პროცესში ბრალდება მოიხსნა ან შეიცვალა ისე, რომ დაკავება აღარ არის გამართლებული.
მუხლი VI - მოქალაქის უფლებები დაკავების დროს:
1. დუმილის უფლება
2. ადვოკატის ყოლის უფლება
3. სატელეფონო ზარის უფლება
მუხლი VII - დაკავების შემდგომ შესასრულებელი ვალდებულებები:
1. ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს ვიდეო ფიქსაცია 48 საათის განმავლობაში
2. ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია დაკავებულის ადვოკატს განუმარტოს დაკავების მიზეზი და აუცილებლობის შემთხვევაში გადასცეს ამავე დაკავების ყველა ვიდეო თუ დოკუმენტური მასალა.
მუხლი VIII - სამართალდამცავის მოქმედების წესი თუ დაკავებული სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდა:
1. დაკავების შემდგომ თუ დაკავებული პირი აღმოჩნდა სახელმწიფო მოხელე, ამის შესახებ დაკავების ოფიცერმა შეტყობინება უნდა გადასცეს დეპარტამენტის რაციაში. (ინფორმაცია უნდა მიემართებოდეს იმ დეპარტამენტს რომლის წარმომადგენელიც არის დაკავებული და მოითხოვონ ხელმძღვანელის დაკავების ადგილზე მისვლა)
2. თუ დაკავებული საჯარო მოხელის წარმომადგენლობამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა ან 10 წუთი განმავლობაში არ მოხდა პასუხის დაბრუნება დეპარტამენტის რაციაში დაკავების ოფიცერმა დაკავებული უნდა გადაიყვანოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმალური ვადით!
3. დაკავების შემდგომ თუ კონკრეტული საჯარო სამსახურის წარმომადგენელი უარყოფს მისი თანამშრომლის დანაშაულს დაკავებული პირი დროებით უნდა განთავისუფლდეს და ოფიცერმა რომელმაც მოახდინა დაკავება უნდა გადასცეს ვიდეო და დოკუმენტური მასალა პროკურატურას
თავი III - ვიდეო ფიქსაცია:
მუხლი I
სამართალდამცავი ან სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულები არიან აწარმოონ სამუშაო პერიოდში ვიდეო ფიქსაცია
მუხლი II
სამართალდამცავი ან სხვა სახელმწიფო მოხელეებმა ვიდეო ფიქსაცია უნდა შეინახონ 48 საათის განმავლობაში
თავი IV - ჩხრეკა
მუხლი I - ეჭვმიტანილი ექვემდებარება ჩხრეკას:
1. დაკავების დროს
2. გენ.პროკურორის , გუბერნატორის ან იუსტიციის მიერ ჩხრეკის ორდენის გაცემის შემთხვევაში
3. ეჭვმიტანილის მიერ ვინაობის დამალვის შემთხვევაში საჯარო ადგილას ან დაკავების დროს.
4. აუცილებელი მიზნით (თუ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება კონკრეტულ ტერიტორიაზე ან არეალში)
მუხლი II- კერძო საკუთრების ჩხრეკა:
საცხოვრებელი ან კერძო საკუთრების ჩხრეკა ხორციელდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
ჩხრეკის ძირითადი წესები:
1. სასამართლოს განჩინებით – ჩვეულებრივ, საცხოვრებლის ან კერძო საკუთრების ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომელიც გაცემულია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით.
2. განსაკუთრებული შემთხვევები (გადაუდებელი აუცილებლობა) – თუ არსებობს გადაუდებელი საჭიროება (მაგალითად, დანაშაულის აღკვეთა ან მტკიცებულებების დაკარგვის საფრთხე), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშე, მაგრამ შემდეგ სამართალდამცველები ვალდებულნი არიან ამ ფაქტზე ინფორმირება მოახდინონ სასამართლოსთან.
3. მესაკუთრის უფლებები – ჩხრეკისას მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უნდა იმყოფებოდეს ადგილზე და გაეცნოს ჩხრეკის საფუძვლებს. თუ მესაკუთრე არ იმყოფება, საჭიროა მოწმეების დასწრება.
4. პროცედურული წესები – ჩხრეკისას სამართალდამცავებმა უნდა შეადგინონ შესაბამისი ოქმი, რომელშიც დეტალურად დაფიქსირდება ჩხრეკის პროცესი და ამოღებული ნივთები.
მუხლი III - პირადი ავტომობილის ჩხრეკის წესები:
1. დაუყოვნებლივ რეაგირების აუცილებლობა – როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომობილში იმყოფება ან მალავენ დანაშაულის ჩადენის იარაღს, აკრძალულ ნივთს, ნარკოტიკს ან სხვა უკანონო საგანს.
2. ეჭვმიტანილის დევნისას
3. როდესაც მანქანას არ აქვს სანომრე ნიშანი რომელიც დადგენილია ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ლოს სანტოსში
4. თუ მანქანა დგას სახელმწიფო ტერიტორიაზე ან რომელი სტრუქტურის ბაზაზე (LSPD, FIB, ARMY)
5. საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში.
6. ჩხრეკის ორდერის შემთხვევაში
7. დაკავების შემდეგ – თუ სამართალდამცავი ორგანო დაკავებას ახორციელებს და არსებობს საფუძველი, რომ ავტომობილში შეიძლება იყოს ნივთმტკიცება.
შენიშვნა: ჩხრეკისას აუცილებელია სამართალდამცავის მხრიდან მიმდინარეობდეს ვიდეო ფიქსაციის ჩაწერა!
თავი V - უდანაშაულობის პრეზუმცია:
1. ბრალდებული ითვლება უდანაშაულოდ სანამ მას ოფიციალურად არ დაუმტკიცდება ბრალი სასამართლოს მიერ.
2. ნებისმიერი ბრალდება ბრალდებულის მიმართ რომელიც ვერ მტკიცდება არასაკმარისი მტკიცებულების ან მტკიცებულების არარსებობის გამო ასევე ნიშნავს ბრალდებულის უდანაშაულობას.
3. ბრალდებულის მიმართ წარმოდგენილი ვარაუდი პროკურორის მხრიდან რომელიც ვერ განმტკიცდა მტკიცებულების სახით არ შეიძლება იქნას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზეზი.
4. მტკიცებულებების ტვირთი პროკურატურაზეა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს პირის დანაშაული, ბრალდებულმა კი არ არის ვალდებული საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
თავი VI - ძირითადი უფლებები და თავისუფლებები:
მუხლი I
1. სიცოცხლის უფლება – მოქალაქეს აქვს უფლება სიცოცხლეზე, და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი დაცვა.
2. თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება – არავის შეიძლება უკანონოდ აღუკვეთონ თავისუფლება.
3. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება – ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი ყოველგვარი ცენზურის გარეშე.
4. რწმენის თავისუფლება – მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად ირწმუნოს ან არ ირწმუნოს რომელიმე რელიგია.
5. თანასწორობის უფლება – ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასის, სქესის, ენის, რელიგიის თუ სხვა ნიშნისა.
6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – პირადი მონაცემები დაცული უნდა იყოს სახელმწიფოსა და სხვა პირების ჩარევისგან.
7. განათლების უფლება – თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს განათლება, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
8. შრომის უფლება – მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს პროფესია, მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო სამუშაო პირობები.
9. სამართლებრივი დაცვის უფლება – ყველა ადამიანს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს სამართლიანი პროცესის
უზრუნველსაყოფად.
მუხლი II- სახელმწიფოს როლი უფლებების დაცვაში:
1. შეიმუშაოს კანონები, რომლებიც იცავს ადამიანის უფლებებს,
2. უზრუნველყოს სამართლებრივი და სოციალური მექანიზმები,
3. აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა,
4. ხელი შეუწყოს სამოქალაქო თავისუფლებების განვითარებას.
თავი VII - დაკავების დროს ქმედებების გასაჩივრების უფლება:
დაკავების დროს პიროვნებას აქვს უფლება გაასაჩივროს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, თუ მიიჩნევს, რომ ისინი უკანონო ან არაპროპორციული იყო. ლოს სანტოსის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით, დაკავებულს შეუძლია:
1. განაცხადოს სამართალდარღვევა – დაკავებული პირი ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი პროკურატურაში ან სხვა ზედამხედველ ორგანოში, თუ მიიჩნევს, რომ დაკავება უკანონოდ განხორციელდა ან გამოიხატებოდა ძალის გადამეტება.
2. გაასაჩივროს დაკავება სასამართლოში – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დაკავებულ პირს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს დაკავების კანონიერების გადახედვა. მოსამართლე ვალდებულია სწრაფად განიხილოს ეს საკითხი.
3. გამოიყენოს ადვოკატი – დაკავებულს უფლება აქვს ადვოკატის დახმარებით დაიცვას თავისი უფლებები და მოითხოვოს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების შეფასება.
4. მოითხოვოს ვიდეომასალა და სხვა მტკიცებულებები – თუ დაკავება ვიდეოკამერებით ფიქსირდა, შესაძლებელია ამ მასალის გამოთხოვა სამართლებრივი დაცვისთვის.
თავი VIII - გირაოს სანაცვლოდ განტაავისუფლება:
მუხლი I
მოქალაქეების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არის სამართლებრივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც პირი, რომელიც დაკავებულია ან მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, შეიძლება გათავისუფლდეს გარკვეული თანხის ან ქონების (გირაოს) სანაცვლოდ. ეს პრაქტიკამიზნად ისახავს, ერთი მხრივ, აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფას და, მეორე მხრივ, დაკავებული პირის თავისუფლების შეზღუდვის თავიდან აცილებას.
მუხლი II
მოქალაქის გირაოთი განთავისუფლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ კანონში გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული ითვალისწინებს გირაოს. გირაოს ოდენობა დადგენილია სახელმწიფოს მიერ გარდა ერთი შემთხვევისა როდესაც დანაშაული ითვალისწინებს უმაღლეს სასჯელს (10 წელი) ამ შემთხვევაში გირაოს თანხას ადგენს ადვოკატი.
მუხლი III
მოქალაქის გირაოს სახით განთავისუფლებას უზრუნველყოს ადვოკატი ან ადვოკატთა ასოციაცია.
მუხლი IV
გირაოს საფასური დაკავების ხანგრძლივობიდან გამომდინარე:
2 წელი - 25.000$
4 წელი - 35.000$
6 წელი - 40.000$
8 წელი - 50.000$
10 წელზე მეტი - განსაზღვრავს ადვოკატი დანაშაულიდან გამომდინარე
Last edited: