შტატის კანონები კანონი საჰაერო მოძრაობის კონტროლის შესახებ

L U C A S

New member
Feb 24, 2025
15
4
3
a gov.png

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. კანონის მიზანია სან ანდრეასის შტატის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და კონტროლის უზრუნველყოფა.
1.2. საჰაერო მოძრაობის კონტროლის (ATC) ჯგუფი ექვემდებარება ეროვნული გვარდიის საავიაციო ცენტრს.

მუხლი 2. ნებართვის აღების ვალდებულება
2.1. სახელმწიფო სტრუქტურები (LSPD, GOV, FIB, Sheriff) ვალდებულნი არიან ყოველი ფრენის წინ მიიღონ ნებართვა საჰაერო მოძრაობის კონტროლის ჯგუფისგან (ATC).
2.2. ნებართვის მისაღებად, შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა მიმართოს ATC-ს და აცნობოს ფრენის მიზანი, მარშრუტი და დრო.
2.3. ATC ვალდებულია ოპერატიულად უპასუხოს ყველა მოთხოვნას და გააწარმოოს ფრენის უსაფრთხო კოორდინაცია.
2.4 ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალები ფრენის წინ ვალდებული არიან აცნობონ შესაბამისი რაციის საშუალებით სხვა დეპარტამენტებს რომ საჰაერო სივრცეს იკაცებს კონკრეტული საჰაერო ხომალდი.

მუხლი 3. პასუხის არარსებობის შემთხვევაში მოქმედების წესი
3.1. თუ მოთხოვნის შემდეგ ორი მცდელობისას ATC-სგან პასუხი არ იქნება მიღებული, შესაბამის სტრუქტურას უფლება აქვს ნებართვის გარეშე დაიკავოს საჰაერო სივრცე.
3.2. ამ შემთხვევაში სტრუქტურამ უნდა განაგრძოს კონტაქტის მცდელობა და უზრუნველყოს მაქსიმალური სიფრთხილე და უსაფრთხოება.

მუხლი 4. სანქციები ATC-ის უყურადღებობის შემთხვევაში
4.1. თუ ATC ჯგუფი სისტემატურად არ პასუხობს მოთხოვნებს, ჩატარდება გამოძიება ეროვნული გვარდიის საავიაციო ცენტრის მიერ.
4.2. მასიური უყურადღებობის დადასტურების შემთხვევაში, ATC ჯგუფის პასუხისმგებელი პირები დაექვემდებარებიან დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, მათ შორის განთავისუფლებას ან სხვა სამართლებრივ ზომებს.

მუხლი 5. დარღვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობა
5.1. ნებართვის გარეშე საჰაერო სივრცის დაკავების ან ATC-ს რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი სტრუქტურა ვალდებულია ჩააბაროს შესაბამისი ანგარიშგება ეროვნულ გვარდიაში.
5.2. რეგულაციების სისტემატიური დარღვევის შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები ან სანქციები დამრღვევი სტრუქტურის მიმართ.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
6.1. კანონი ამოქმედდება მისი მიღების მომენტიდან და ვრცელდება სან ანდრეასის შტატის მთელ საჰაერო სივრცეზე.
6.2. კანონის აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული გვარდიის საავიაციო ცენტრი.

მუხლი 7. შეზღუდვები
7.1 აკრძალულია ნებისმიერ საჰაერო სივრცის ტრანსპორტზე არაშესაბამისი სახელის დარქმევა ან/და ისეთი სახელი წოდება , სადაც დარღვეულია ცენზურა
განმარტევა : აკრძალულია მაგ: “მფრინავი ლომი / ბაყაყი წყალში ყიყინებს ა.შ
დასაშვებია მაგ: “მტაცებელი 21 , ავჩალკა 11”



ხელს აწერს სან ანდრეასის შტატის გუბერნატორი ✍️: L.Castellanos

 
  • Like
Reactions: Givi
Top