თავი I – ზოგადი დებულებები
მუხლი 1 – მიზანი და განსაზღვრება
1.1. ლოს სანტოსის შტატის პროკურატურა წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებას და არის მხოლოდ გუბერნატორისა და ვიცე გუბერნატორის დაქვემდებარებაში.
1.2. პროკურატურის საქმიანობის მთავარი მიზანია დანაშაულის გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დაცვა
.
1.3. პროკურატურა მოქმედებს კონსტიტუციისა და ლოს სანტოსის შტატის კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II – სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
მუხლი 2 – გენერალური პროკურორი
2.1. გენერალური პროკურორი (შემდგომში "გენ პროკურორი") არის პროკურატურის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინირებასა და ზედამხედველობაზე.
2.2. გენ პროკურორს ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან გუბერნატორი.
2.3. გენ პროკურორი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ზედამხედველობს გამოძიების პროცესს და წარმოადგენს შტატის ინტერესებს სასამართლოში.
2.4. გენპროკურორს აქვს სრული წვდომა ნებისმიერ დაცულ და დახურულ ტერიტორიაზე, როდესაც იგი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
2.5 გენერალურ პროკურორს აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესის დაცვით, გამოსცეს ორდერები რეიდის, დაკავების, უფლებამოსილების შეჩერების, იმუნიტეტის მინიჭებისა და შეწყვეტის, ასევე სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელების მიზნით.
2.6 სახელმწიფო სტრუქტურის შინაგანაწესს ადასტურებს გენერალური პროკურორი ან/და მისი მოადგილე, სტრუქტურა ვერ იფუნქციონირებს დადასტურებული შინაგანაწესის გარეშე.
მუხლი 3 – გენ პროკურორის მოადგილე
3.1. გენ პროკურორის მოადგილე არის გენ პროკურორის მთავარი დამხმარე, რომელიც ზედამხედველობს პროკურორების საქმიანობას და უზრუნველყოფს კანონის შესაბამისად მათი მუშაობის ეფექტურობას.
3.2. გენ პროკურორის მოადგილეს ნიშნავს გენ პროკურორი და ამტკიცებს გუბერნატორი.
3.3. გენ პროკურორის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება გადადის გენ პროკურორის მოადგილეზე.
3.4. გენ პროკურორის მოადგილეს, გენ პროკურორის მსგავსად, აქვს სრული წვდომა ნებისმიერ დაცულ და დახურულ ტერიტორიაზე, როდესაც იგი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
3.5 გენ პროკურორის მოადგილეს აქვს იგივე უფლებები და მოვალეობები რაც გენერალურ პროკურორს.
3.6 გენერალურ პროკურორის მოადგილეს აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესის დაცვით, გამოსცეს ორდერები რეიდის, დაკავების, უფლებამოსილების შეჩერების, იმუნიტეტის მინიჭებისა და შეწყვეტის, ასევე სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელების მიზნით.
მუხლი 4 – პროკურორები
4.1. პროკურორები არიან ოფიციალური პირები, რომლებიც ახორციელებენ სისხლის სამართლის დევნას, განიხილავენ მტკიცებულებებს და მონაწილეობენ სასამართლო პროცესებში.
4.2. პროკურორები ანგარიშვალდებული არიან გენ პროკურორისა და მისი მოადგილის წინაშე.
4.3. პროკურორებს აქვთ უფლება გამოითხოვონ ვიდეო ფიქსაციები და ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია საქმის მასალებთან.
თავი III – უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
მუხლი 5 – პროკურატურის უფლებამოსილება
5.1. პროკურატურას აქვს უფლება:
ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმეები;
ბ) გამოიძიოს დანაშაულები და გააკონტროლოს საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა;
გ) წარადგინოს ბრალდებები სასამართლოში;
დ) გააუქმოს ან შეცვალოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ე) დაიცვას შტატის ინტერესები სამოქალაქო საქმეებში, როდესაც ეს საჭირო იქნება;
ვ) მიიღოს სრული წვდომა საჭირო მტკიცებულებებზე, მათ შორის ვიდეო ფიქსაციებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც საქმის მასალებთან არის დაკავშირებული.
მუხლი 6 – გენ პროკურორის უფლებამოსილება
6.1. გენპროკურორს შეუძლია
ა) დანიშნოს და გაათავისუფლოს პროკურორები;
ბ) მისცეს მითითებები გამოძიების პროცესთან დაკავშირებით;
გ) შეაჩეროს ან გააუქმოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები;
დ) მოითხოვოს შტატის სამართალდამცავი ორგანოებისგან ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია;
ე) დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ დაცულ ან დახურულ ობიექტზე, როდესაც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
მუხლი 7 – გენ პროკურორის მოადგილის უფლებამოსილება
7.1. გენ პროკურორის მოადგილე:
ა) ზედამხედველობს გენ პროკურორის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულებას;
ბ) კოორდინაციას უწევს პროკურორებს;
გ) მონაწილეობს შტატის პოლიტიკის შემუშავებაში სისხლის სამართლის მიმართულებით; დ) დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ დაცულ ან დახურულ ობიექტზე, როდესაც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
დ) მოითხოვოს შტატის სამართალდამცავი ორგანოებისგან ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია;
თავი IV – დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება
მუხლი 8 – პროკურატურის დამოუკიდებლობა
8.1. პროკურატურა დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო უწყებებისგან და იღებს გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონის საფუძველზე.
8.2 მხოლოდ გუბერნატორს აქვს უფლებამოსილება გადახედოს/შეამოწმოს პროკურატურის საქმე/გადაწყვეტილებები , იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე შეუსაბამობა კონსტიტუციას , სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსა და სისხლის სამართლის კოდექსთან გუბერნატორს ეძლევა უფლება განსახორიციელებელ საქმიანობაზე ვეტოს დადების.
8.3 პროკურატურა იტოვებს უფლებას მის მიერ განხორციელებული და შექმნილი ნებისმიერი საგამოძიებო თუ სხვა სახის დოკუმენტაცია, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს მიუწვდომლად. განმარტება : გამოძიების დასრულების შედეგად გამოცემული ორდერის აღმსრულებელ ორგანოებს, არ აქვს უფლება უხეშად ჩაერიოს პროკურატურის საქმიანობაშიდა მოითხოვონ ინფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება გასაჯაროვებას.
პუნტქტი 1 : ვეტო დაიძლევა უმრავლესობით.
მუხლი 9 – ანგარიშვალდებულება
9.1. გენ პროკურორი წელიწადში ერთხელ წარადგენს ანგარიშს გუბერნატორსა და შტატის საკანონმდებლო ორგანოს.
9.2. პროკურორები ვალდებულნი არიან იმოქმედონ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და შეინარჩუნონ პროფესიული სტანდარტები.
თავი V – დასკვნითი დებულებები
მუხლი 10 – კანონის ამოქმედება
10.1. ეს კანონი ამოქმედდება მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე.
10.2. კანონის დანერგვასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს გენ პროკურორი მისი მოადგილე და გუბერნატორი.
მუხლი 11 – ცვლილებები და დამატებები
11.1. კანონის ცვლილებები და დამატებები შესაძლებელია მხოლოდ შტატის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით და გუბერნატორის დამტკიცებით.
გუბერნატორის ხელმოწერა - L.Castellanos
გენ პროკურორის ხელმოწერა - S.Hennessy
Last edited: