შტატის კანონები კანონი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის შესახებ

L U C A S

New member
Feb 24, 2025
15
4
3

a gov.png

თავი I. ზოგადი დებულებები



მუხლი 1. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობა

1.1. გადაუდებელი სამედიცინო სამსახური (შემდგომში „EMS“) წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემას, რომლის მიზანია დაზარალებულთა გადაუდებელი დახმარება და მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

მუხლი 2. EMS-ის იურისდიქცია

2.1. EMS-ის საქმიანობა ვრცელდება მთელ ლოს სანტოსის ტერიტორიაზე, მისი პრიორიტეტი არის მოსახლეობის სწრაფი და ეფექტური სამედიცინო მომსახურება.

მუხლი 3. EMS-ის მართვა

3.1. EMS-ის საქმიანობას ხელმძღვანელობენ:

  • მთავარი ექიმი;
  • მთავარი ექიმის მოადგილე;
და მათ მიერ დანიშნული პერსონალი.

თავი II. EMS-ის თანამშრომლების ძირითადი მოვალეობები და უფლებები


მუხლი 4. EMS-ის თანამშრომელთა საქმიანობის სფერო

4.1. EMS-ის პერსონალის ძირითადი მოვალეობები მოიცავს:

  • გამოძახებებზე მყისიერი რეაგირება;
  • ინფექციური უსაფრთხოების დაცვა;
  • მედიკამენტების მართვა, აღრიცხვა და შენახვა;
  • სამედიცინო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება;
  • საგანგებო ინციდენტების შესახებ უმაღლესი მენეჯმენტის ინფორმირება;
  • სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაცია;გადაუდებელი შემთხვევების ადგილზე სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო ინსპექტირების ჩატარება;
  • სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მედიკამენტების მიწოდება;
  • სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის უზრუნველყოფა მოთხოვნის შემთხვევაში.

4.2 EMS თანამშრომელი ვალდებულია პრიორიტეტი მიანიჭოს სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლის განკურნებას.

მუხლი 5. მყისიერი რეაგირება და მისი სტანდარტები

5.1. EMS ვალდებულია 5 წუთის განმავლობაში უპასუხოს და მივიდეს გამოძახებაზე.

5.2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუსრულებლობა მკაცრად ისჯება.

5.3. ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში, EMS ვალდებულია გაგზავნოს მინიმუმ ერთი დანაყოფი (მინიმუმ 2-3 თანამშრომელი) შემთხვევის ადგილზე.


მუხლი 6. ინფექციური უსაფრთხოება

6.1. EMS-ის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან სანიტარული, ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმები.

6.2. ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ დაევალებათ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება და საჭიროების შემთხვევაში კარანტინის დაწესება
.

მუხლი 7. EMS-ის თანამშრომელთა უფლებები


7.2 არ შეიძლება EMS თანამშრომლის შეკავება/დაკავება ფორმის ტარებისას თუ ის არ არღვევს ფედერალურ მუხლს.
7.1. EMS-ის თანამშრომლებს აქვთ უფლება:


  • გამოიყენონ სამართლებრივი მეთოდები ინციდენტების პრევენციისთვის;
  • ჩაწერონ ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა მათი საქმიანობისას;
  • შევიდნენ შენობაში გამოძახების შემთხვევაში;
  • მოახდინონ სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა საჭიროებისამებრ;
  • გაყიდონ რეგულირებადი მედიკამენტები.

თავი III. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სტანდარტები



მუხლი 8. EMS-ის რეგულაციები

8.1. EMS-ის სავალდებულო ვალდებულებები მოიცავს:

  • 5 წუთში გამოძახებაზე გამოხმაურებას;
  • სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის აკრძალვას;
  • სამედიცინო ბარათის გაცემას არაუმეტეს 30 დღის ვადით.
8.2. სამედიცინო ბარათის მოქმედება განისაზღვრება კანონით დადგენილი წესებით.

მუხლი 9. ცვლები და სამუშაო გრაფიკი

9.1. EMS ოფიციალური სამუშაო განრიგი არის 10:00 - 00:00.

9.2. მთავარი ექიმი და მისი მოადგილე განაგებსოფიციალურ სამუშაო განრიგს მათივე თანამშრომებისთვის.


თავი IV. პასუხისმგებლობა, კონტროლი და აკრძალვები




მუხლი 10. პასუხისმგებლობა

10.1. EMS-ის თანამშრომლები ვალდებულნი არიან შეასრულონ თავიანთი მოვალეობები კანონით დადგენილი წესების დაცვით.

10.2. სამსახურის საქმიანობის განზრახ ჩაშლის ან მავნე მოქმედების შემთხვევაში, მოქმედ ექიმს შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის სანქციები: დისციპლინური, ადმინისტრაციული , სისხლის სამართლის.

მუხლი 11. კონტროლი და ზედამხედველობა


11.1. EMS-ის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო მინისტრის მეთაურობით.


მუხლი 12. აკრძალვები


12.1. EMS-ის თანამშრომლებს ეკრძალებათ:

  • სამსახურის წესდების დარღვევა;
  • ხელმძღვანელობის დაუმორჩილებლობა;
  • სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა;
  • არასანქცირებული მედიკამენტების გაყიდვა;
  • პირადი ტრანსპორტით სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

თავი V. სამედიცინო კონფიდენციალობა



მუხლი 13. კონფიდენციალობის დაცვა


13.1. სამედიცინო პერსონალს ეკრძალებათ პაციენტის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

13.2. პაციენტის ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს შესაბამის ორგანოებს სასამართლოს ან გამოძიების ფარგლებში, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მუხლი 14. გამონაკლისები

14.1. სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვის წესები შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო ინსპექტირების ფარგლებში, მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.





ხელს აწერს სან ანდრეასის შტატის გუბერნატორი - L.Castellanos
 
Top