შტატის კანონები კანონის სამთავრობო ინსპექციის შესახებ

L U C A S

New member
Feb 24, 2025
15
4
3
a gov.png

ლოს სანტოსის შტატის ინსპექტორების შესახებ კანონი


თავი I - ზოგადი დებულებები

მუხლი 1 - კანონის მიზანი
ამ კანონით განისაზღვრება ლოს სანტოსის შტატის ინსპექტორების უფლებამოსილება, მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტური კონტროლი და მართვა.

მუხლი 2 - ინსპექტორთა სტატუსი
ინსპექტორები წარმოადგენენ ლოს სანტოსის შტატის საჯარო მოხელეებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით.







თავი II - ინსპექტორების უფლებამოსილება

მუხლი 3 - ძირითადი უფლებამოსილება

  1. ინსპექტორებს აქვთ უფლება ჩაატარონ რეგულარული შემოწმებები სახელმწიფო სტრუქტურებში.
  2. ინსპექტორებს უფლება აქვთ მოითხოვონ დოკუმენტაცია და ინფორმაციასახელმწიფო დაწესებულებებისგან.
  3. ინსპექტორებს შეუძლიათ გასცენ გაფრთხილებები, შეადგინონ დასკვნები და შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს სახელმწიფო სტრუქტურებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.
  4. ინსპექტორებს შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს სახელმწიფო სტრუქტურებში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე
  5. ინსპექტორებს უფლება აქვს გადაადგილდებოდნენ პირადი ჩაცმულობით და პირადი მანქანით, რომლებიც არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ეთკის კოდექსს.
  6. ზემოთ აღნიშნული ნაწილები მოქმედებაში მოდის საფუძვლიანი მიზეზის არსებობის სემთხვევაში
განმარტება - თუ არსებობს სისხლის სამართლის , ეთიკისა და ქცევის კოდექსისა და კონსტიუციური დარღვევა





თავი III - ინსპექტორების მოვალეობები და პასუხისმგებლობა

მუხლი 5 - ინსპექტორების მოვალეობები

  1. ინსპექტორებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ფუნქციები მიუკერძოებლად და ობიექტურად.
  2. მათ ევალებათ კანონის საფუძველზე მოქმედება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან თავის შეკავება.
  3. ინსპექტორებმა უნდა აწარმოონ დოკუმენტაცია და ანგარიშგება ჩატარებული ინსპექციების შესახებ.
  4. ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნონ შემოწმებისას მიღებული მგრძნობიარე ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების შესახებ.

მუხლი 6 - პასუხისმგებლობა

  1. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან არაჯეროვანი მოვალეობის შესრულების შემთხვევაში, ინსპექტორებს ეკისრებათ ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ექვემდებარება არსებული პოზიციიდან განთავისუფლებას
  2. ინსპექტორები ექვემდებარებიან შიდა კონტროლსა და მონიტორინგს, რათა თავიდან იქნას აცილებული კორუფციული პრაქტიკა.


მუხლი 7 - დაქვემდებარება

  1. ინსპექტორები ექვემდებარებიან გენერალურ ინსპექტორს მის მოადგილეს და უშუალოდ გუბერნატორს.

  1. გენერალური ინსპექტორი და მისი მოადგილე იტოვებს უფლებამოსილებას კანონის შესაბამისად დანიშნოს და მოხსნას ინსპექტორები







თავი IV - საბოლოო დებულებები

მუხლი 8
- კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდება გამოცემისთანავე


მუხლი 9 - გარდამავალი დებულებები
ლოს სანტოსის შტატის მოქმედი რეგულაციები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ამ კანონთან.



კანონი ინსპექტორების შესახებ ,ადასტურებს და ხელს აწერს ლოს სანტოსის შტატის გუბერნატორი: L.Castellanos

 
Last edited:
Top